1 7 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

შაბათის განთიადი, ცხელი ყავა და ...

                                                                                                                                                                                                                                                                                                                  ტაისია ბოტკოველი 

  "დედასგან ვიცი, რომ შაბათ დილას ვარ დაბადებული, იქნებ ამიტომაც მიყვარს განსაკუთრებულად ყოველი დღის დილა, განსაკუთრებულად კი შაბათის დილა..
 
  ყველა საჭირო და საინტერესო იდეა რატომღაც ამ დღის დილას მოდის ხოლმე.

  დაუსრულებელი ფილმები , სერიალები თუ წიგნები კი, შაბათ დილას სრულდება.. ყველაზე მშვიდი ამ დღის დილას ვარ და მგონი, ყველაზე ნამდვილი მეც ჩემში, ყოველი კვირის შაბათ დილას იღვიძებს ხოლმე..

 როგორია შაბათი დილა? იმედით სავსე და ფოლადივით უტეხი..

  შაბათ დილას არასდროს არ იქნებით მარტო და იცით რატომ? ამ დილას, მთლიანი კვირის ამბების დასკვნითი ნაწილი ილექება ჩვენს გონებაში .. ხან "ანას" ელაპარაკები და ცდილობ აუხსნა, რატომ უთხარი ის, რაც უთხარი, ხან "თამთას" მადლობას უხდი გაწეული სამსახურისთვის, "ბექას" საყვედურობ დაუმსახურებელი შენიშვნისთვის, "ნინოს" საქციელი მაგალითად მოგყავს იმისთვის, თუ როგორი არ უნდა იყო არასდროს.. ხან მშობლებს ურეკავ და ათას მადლობას უხდი იმისთვის, რომ შენს გვერდით არიან და უყვარხარ ნამდვილი, წრფელი და უანგარო სიყვარულით.. თუმცა არ შეცდეთ, ეს ის ხმები არ არის, ძილში რომ გესმის და გაღვიძებისას კი აღარ გახსოვს..   

   წვიმიანი შაბათი დილაც განსაკუთრებულად მიყვარს, ფარდებს გადავწევ, შიშველ ფეხებს იატაკზე დავაწყობ და ცხელი ყავის მოსამზადებლად სამზარეულოსკენ წავალ..ვერც შოკოლადს გადავეჩვიე..

 შეჩვევა?! - ჩემი აზრით, შეჩვევა ყველაზე სასტიკი და გამაღიზიანებელი გრძნობაა..ზოგჯერ ისიც მიფიქრია, რომ ორნაირი შეჩვევა არსებობს: შეჩვევა, რომელიც ყველას ახასიათებს და შეჩვევა, როგორიც მე ვიცი.. 

ასე შევეჩვიე შაბათ დილას, ცხელ ყავას და შოკოლადს.."და როცა ვინმე ჩემზე უკეთ ადიდებს დილას, ასე მგონია: მე რო მიყვარს, იმას მართმევენ"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:53

    მხატვარ დავით მურაჩაშვილის ნახატები სპეციალურად ყვ...

    მხატვარმა დავით მურაჩაშვილმა გადაწყვიტა დედისა და ქალთა დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო მარტში აღნიშნავს, ქალბატონებს მიუძღვნას და შემოქმედებითი სიურპრიზით მიულოცოს. ანუ, ყველა მსურველი, ვინც 1, 2 ან ...

  • 12:46

    ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი რეპერტ...

    თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...

  • 21:13

    დავით ღვინიანიძე უკრაინელ ლტოლვილებს სახლს დაუთმო...

    ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...

  • 22:25

    დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში რევაზ ლაღიძის იუბილ...

    დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...

  • 15:47

    ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია...

    ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...

  • 20:32

    კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი...

      „კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება....

  • 09:02

    გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია...

    71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთა...