0 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით ლევან სონღულაშვილის პერსონალური გამოფენა „სტიქსი“ გაიხსნა

თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, გალერეა „ერთი“ ქართველი არტისტის, ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენას „სტიქსი“ მასპინძლობს. „სტიქსი“ მულტიმედიური პროექტია, რომელიც ხელოვანის მიერ შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს, ვიდეოსა და ინსტალაციას აერთიანებს. ბოლო წლების მანძილზე, ლევან სონღულაშვილი ისეთი ხელოვანების ტრადიციას იზიარებს, რომლებიც მედიტაციურ ცნობიერებას ასახავენ. პროექტის სახელწოდება უკავშირდება მითოლოგიურ მდინარე სტიქსს, რომელიც რადიკალური ცვლილების სიმბოლოს წარმოადგენს და ხილულიდან უხილავ სამყაროში გადაჰყავს სულიერები. შესაბამისად, ექსპოზიცია დამთვალიერებლის ერთგვარი მოგზაურობაა საკუთარ ცნობიერსა და არაცნობიერს შორის.

გამოფენის კურატორია მსოფლიო არტ-სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი ბრიტანელი კრიტიკოსი, მარკ გიზბურნი, რომელიც საქართველოში სპეციალურად პროექტის პრეზენტაციისთვის ჩამოვიდა. საქართველოში ლევან სონღულაშვილის პერსონალურ გამოფენას წინ უძღოდა ბერლინში, გალერეა კონფელდში (Galierie Kornfeld) მისი ნამუშევრების წარდგენა, რომელიც ახლაც გამოფენილია 

საგამოფენო სივრცეში. ლევან სონღულაშვილის ნამუშევრები სხვადასხვა დროს გამოიფინა ევროპისა და ამერიკის ცნობილ საგამოფენო სივრცეებში. მისი სამი ფერწერული ტილო წარმატებით გაიყიდა სოტბის აუქციონზე.

ლევანს არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული. 2017 წელს, ქართველი არტისტი აშშ-მ ექსტრაორდინარულ ხელოვანად აღიარა და მწვანე ბარათით დააჯილდოვა. გასულ წელს მეტროპოლიტენ ხელოვნების მუზეუმში ლევან სონღულაშვილის ნამუშევარი 1000-ზე მეტ ნამუშევარს შორის დასახელდა ხალხის რჩეულად. ქართველი არტისტის პერსონალურ გამოფენას გალერეა „ერთი“ 22 მაისამდე უმასპინძლებს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:53

    მხატვარ დავით მურაჩაშვილის ნახატები სპეციალურად ყვ...

    მხატვარმა დავით მურაჩაშვილმა გადაწყვიტა დედისა და ქალთა დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო მარტში აღნიშნავს, ქალბატონებს მიუძღვნას და შემოქმედებითი სიურპრიზით მიულოცოს. ანუ, ყველა მსურველი, ვინც 1, 2 ან ...

  • 12:46

    ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი რეპერტ...

    თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...

  • 21:13

    დავით ღვინიანიძე უკრაინელ ლტოლვილებს სახლს დაუთმო...

    ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...

  • 22:25

    დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში რევაზ ლაღიძის იუბილ...

    დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...

  • 15:47

    ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია...

    ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...

  • 20:32

    კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი...

      „კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება....

  • 09:02

    გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია...

    71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთა...