1 6 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

"არ იწერება თქვენზე ლექსები და მე ამაზე ვწუხვარ..."

  თუ ქალის კულტის არსებობა-არარსებობის შესახებ კიდევ შეიძლება ვიდავოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ დედის კულტი უდავოდ არსებობს, მაგრამ რა დააშავეს მამებმა?!

  სწორედ იმიტომ, რომ მამებიც ისევე იმსახურებენ შვილებისგან სიყვარულს, როგორც დედები, სოციალურ ქსელში გამოჩნდა საკმაოდ ემოციური ფოტოები იმაზე, თუ როგორ ზრუნავენ მამები შვილებზე(ფოტოები იხ.ქვემოთ)..

 ამბობენ, მამებზე ლექსებიც არ იწერებაო.. ალბათ მართალია, თუმცა იწერება,მაგრამ ძალიან ცოტა..  

როცა ტოლები ვახსენებთ მამებს, 

ცა გამეხსნება მაშინ...

ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს, 

ცრემლი მომადგეს თვალში...


ცრემლი მომადგეს, თავი დავხარო 

სინანულით და წყენით... 

ო, როგორ მინდა კრძალვით გახარო, 

"მუდამ ვამაყობ შენით"...


ტრიალებს ქვეყნის მაშველთაგანი 

და არ გაშინებს დაღლა.. 

მეამაყები მხოლოდ ამგვარი, 

როგორიცა ხარ ახლა...


ვიცი, ხანდახან გიმძიმს ძალიან, 

ამოიხვნეშებ წამით... 

იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია 

და მაპატიე, მამი...


დედას რომ უფრო ვეალერსები, 

გაჯავრებული ნუ ხარ.. 

არ იწერება თქვენზე ლექსები 

და მე ამაზე ვწუხვარ...


ნელინელ მიაქვთ წლები, მზის წლები 

ჩვენზე ზრუნვას და ამაგს,

მიყვარხარ, დედის გულს გეფიცები, 

ჩემო კეთილო მამავ...

                                შოთა ნიშნიანიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 21:53

    მხატვარ დავით მურაჩაშვილის ნახატები სპეციალურად ყვ...

    მხატვარმა დავით მურაჩაშვილმა გადაწყვიტა დედისა და ქალთა დღე, რომელსაც მთელი მსოფლიო მარტში აღნიშნავს, ქალბატონებს მიუძღვნას და შემოქმედებითი სიურპრიზით მიულოცოს. ანუ, ყველა მსურველი, ვინც 1, 2 ან ...

  • 12:46

    ბათუმის დრამატულმა თეატრმა თამარ მაყაშვილი რეპერტ...

    თამარ მაყაშვილის სკადანლი - ბათუმის დრამატულმა თეატრმა მსახიობი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ თეატრის განცხადებაშია ნათქვამი:„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატუ...

  • 21:13

    დავით ღვინიანიძე უკრაინელ ლტოლვილებს სახლს დაუთმო...

    ცნობილია, რომ რუსეთ - უკრაინის ომს მომღერალი დღემდე აპროტესტებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მომღერლად და წარმატებულ ხელოვანად რუსეთში ჩამოყალიბა და რუსი ხალხისგან სიყვარულითაა დავალებული, რუსულ პოლიტიკ...

  • 22:25

    დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში რევაზ ლაღიძის იუბილ...

    დიდი ქართველი კომპოზიტორი რევაზ ლაღიძე ასი წლის წინ, 1921 წლის 10 ივლისს, ქუთაისის სოფელ ბაღდათში დაიბადა. მისი დაბადებიდან 100 წლისთავს კი ბარიტონი დავით ღვინიანიძე ფილადელფიაში " დავით ღვინიანიძის ხ...

  • 15:47

    ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია...

    ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია. ფინალურ ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა გერმანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. პირველ წრეში ბექაური პოლონელ კუჩერას შეხვდა და მოწინ...

  • 20:32

    კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი...

      „კახის წარდგენაზე ძალით ვერავის მიიყვანდი, იქ მთელი თბილისის ელიტა იყო. თბილისის ელიტას ვეძახი იმ ადამიანებს, რომელიც თბილისის მოსახლეობას უყვარს. რასაკვირველია, ყველას ყველა არ ეყვარება....

  • 09:02

    გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია...

    71 წლის ასაკში მსახიობი მარინა ჯანაშია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ. მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთა...