2 1 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

“National Geografic“-ი უკვე საქართველოშია

ჩამოტვირთვა

პოპულარული შემეცნებითი სამეცნიერო ჟურნალი “National Geografic“-ი საქართველოში, ქართულ ენაზე გამოიცემა. იდეას ჯერ კიდევ 2011 წელს ჩაეყარა საფუძველი. საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის ბიიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად, „ნეიშენალ ჯეოგრაფიკთან“ უთიერთგაგების მემორანდუმი შარშან გააფორმა. პოპულარული ჟურნალის ანალოგი წელს უკვე საქართველოში გამოვა. გამოცემაში 30%-ი ქართულ მნიშვნელოვან მეცნიერულ სიახლეებს და არქეოლოგიურ მიღწევებს დაეთმობა. სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალი ამერიკის ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოების ოფიციალური გამოცემაა. ჟურნალის პირველი ნომერი 1888 წელს ამერიკაში გამოიცა. დღეს იგი მსოფლიოს ოცდაათზე მეტ ქვეყანაში იბეჭდება. საქართველოში ჟურნალისთვის მუშაობა უკვე დაწყებულია. სარედაქციო ჯგუფს გამოსაქვეყნებელი მასალების ნაწილი უკვე დამუშავებული აქვთ. ჟურნალისთვის ასევე მზადაა ფოტომასალაც, რომელზეც ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი მუშაობს. ჟურნალი დღის სინათლეს სექტემბრის ბოლოს იხილავს. ქართულ ნეიშენალ გეოგრაფიკში ძირითადად გადათარგმნილი მასალები დაიბეჭდება, თუმცა მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა საქართველოზე მომზადებულ სტატიებსაც. ქართულ ნეიშენალ ჯეოგრაფიკში იქნება რუბრიკა, სადაც ის სტატიები დაიბეჭდება, რომელმაც თავის დროზე ამერიკული გამოცემის გვერდები დაამშვენა და მსოფლიოს საქართველო გააცნო. სარედაქციო ჯგუფი ვარაუდობს, რმ ჟურნალი საქართველოშიც ძალიან პოპულარული იქნება. ამერიკულ გამოცემაში ერთ-ერთი პირველი სტატია „ზეზვა და მზიას“ შესახებ დაიბეჭდა. მას შემდეგ ნეიშენალ ჯეოგრაფიკის ფურცლები ბევრმა ქართულმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ დაამშვენა. ახლა ის უკვე საქართველოში გამოიცემა და ქართველ მკითხველს სენსაციურ მსოფლიო აღმოჩენებს გააცნობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები