1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ორგანიზაციის "ვეძებ" დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა.

დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია "საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) პატარაია,

უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, "ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის” დამფუძნებლები: ელისო ამირეჯიბი და ნატო შავლაყაძე და ორგანიზაცია "ვეძებ” დამფუძნებელი თამარ მუსერიძე.

პრეზიდენტმა თამარ მუსერიძე დააჯილდოვა განსაკუთრებული სამოქალაქო ინიციატივისა და პასუხისმგებლობისათვის, პირადული გამბედაობისა და გამორჩეული საზოგადოებრივი საქმიანობისათვის.

დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა და პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდოები უფლებადამცველებს პირადად გადასცა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები