2 0 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გიორგი გილიგაშვილის ოჯახის პირველი კომენტარი მძიმე ოპერაციის შემდეგ – რა ინფორმაციას ავრცელებს მსახიობის და?

მოულოდნელად გაირკვა, რომ გიორგი გილიგაშვილს სიმსივნე აღმოაჩნდა და თურქეთში უკვე ოპერაციაც გაიკეთა. ამის შესახებ გუშინ თავად გაავრცელა ინფორმაცია. ამჯერად კი მისი ჯანმრთლობის შესახებ ოჯახის წევრები საუბრობენ. გილიგაშვილის და ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“მეგობრებო, ბევრი მწერთ და აქ გიპასუხებთ. ღვთის წყალობით, გიორგიმ გაიკეთა ოპერაცია და ყველაზე რთული ეტაპი გავიარეთ კარგად. დაგვრჩა შემდეგი ეტაპი, სხივური თერაპია, რომელსაც ამ დღეებში გაიკეთებს და საბოლოოდ დავამარცხებთ სიმსივნეს. ძალიან დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის, დალოცვისთვის. ყველას ჯანმრთელობას და უფრო მეტ სიყვარულს ერთმანეთის მიმართ გისურვებთ. ” – წერს ნუცა გილიგაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები