1 4 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“მსოფლიომ ხელახლა გაიცნო საქართველო, როგორც გენიოსი ქალი მოჭადრაკეების სამშობლო – ნონა, ნანა, მაია, ბევრი სხვა…” – რომან გოცირიძე

“ენმ”-ის წევრი, რომან გოცირიძე:

“რა შედეგით დამთავრდება სასამართლო პროცესი, ძნელი სათქმელია, მაგრამ მსოფლიომ ხელახლა გაიცნო საქართველო, როგორც გენიოსი ქალი მოჭადრაკეების სამშობლო-ნონა, ნანა, მაია, ბევრი სხვა. 

ჭადრაკში ინერციით დღემდე ვართ მოწინავეთა რიგებში (არც პირველი, არც მეორე და არც მესამე-ჩინეთმა, რუსეთმა, უკრაინამ გადაგვასწრო) და რამდენიმე წელიწადში საშუალოსანთა დონეზე დავეშვებით. როცა ვამბობთ, რომ არსებობს ტრადიცია, ეს ნიშნავს, რომ არსებობს ინსუტუციონალური და საკადრო კაპიტალი, რომლის შექმნას ასეულობით ადამიანის შრომა და თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება უმაგრებს ზურგს. ქრება ეს ტრადიცია. ასეულობით მილიონებს ხარჯავენ ბიუჯეტიდან ფეხბურთზე, ბიზნესი “ასპონსორებს” ახალი ეკლესიების მშენებლობებს, ჭადრაკში ფულის ჩადება (ქველმოქმედება) არაპრესტიჟულია და არც პოლიტიკური დივიდენდების მომტანი. 

რაც შეეხება ბრიტანეთის სასამართლოში მიმდინარე პროცესს, როგორც ჩანს, სულ მცირე, ბოდიშის მოხდა მაინც მოუწევს “ნეტფლიქსს”. ესეც საქმეა.”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები