ნორიო-მარტყოფის დამაკავშირებელი ხიდი ჩავარდა ...
ნორიო-მარტყოფის დამაკავშირებელი ხიდი ჩავარდა | ინფორმაციას და ფოტოს გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა...
|
მართლა მაქვს კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც მისი მკვლელობა ჩაიდინეს – განაცხადა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც დღეს საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობდა.
მოსამართლის წინაშე ორივე მხარე შესავალი სიტყვით წარსდგა. პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც – გიორგი კავილაძე და აკაკი ჭელიძე.
მათი უფლებადამცველების თქმით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან.
პროკურორმა კი დეტალურად ისაუბრა კვარაცხელიას მკვლელობის დეტალებზე. მისი თქმით, 15 სექტემბერს (მკვლელობის დღე) დღის საათებში კვარაცხელია კურიერს ელოდებოდა რომ გამოწერილი ნივთი გამოერთმია.
“გიორგი კავილაძემ მანქანა კვარცხელიას მანქანიდან 15-20 მეტრში გააჩერა, საიდანაც ჭელიძე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული გადმოვიდა. ჭელიძე კვარაცხელიას ავტომობილთან დაელოდა, როდის დაბრუნდებოდა უკან. ნივთის აღების შემდეგ, კვარაცხელია პირისპირ ხვდება აკო ჭელიძეს, ის ზურგით შეტრიალდა ჭელიძისკენ, ბრალდებული იღებს ცეცხლსასროლ იარაღს და თითქმის მიბჯენით, იწყებს მისთვის ზურგში სროლას, ვაზნები არ ელევა, ერთი, ორი, სამი, ოთხი მოარტყა, კვარაცხელიამ ვერაფერი ქნა, მანქანაშიც ვერ ჩაჯდა, ძალაც არ ეყო და მანქანის უკან გაიქცა. კვარაცხელიაც და ჭელიძეც ტოლები არიან, არ ვიცი რა უნდოდათ. კვარაცხელია უკან ცდილობს გაქცევას, ჭელიძე უკან მისდევს, არ ანებებს თავს, კიდევ ერთი სროლა, კიდევ მეორე სროლა, მაინც არ დაანება თავი, წაქცეულს ესვრის, დაიღალა თვითონაც და მჭიდიც დაცალა. კვარაცხელია სისხლისგან იცლებოდა, ჭელიძე გაიქცა და კავილაძის ავტომობილში ჩაჯდა და ორივე გარბის.” თქვა პროკურორმა.
მისი თქმით, ამის შემდეგ, ორივე გადაჯდა აგლაძის ქუჩაზე დატოვებულ მანქანაში, მერე ტაქსებში და ადგილსამყოფელს ყოველდღე იცვლიდნენ.
მისივე თქმით, ჭელიძემ და კავილაძემ იარაღი და ტყვიები მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს, ასევე იქირავეს “ჰიუნდაი ელანტრა” და კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ:
“მკვლელობა კამერების ქვეშ ხდება, დათვლა შეიძლება სროლების, როგორ გარბის კვარაცხელია მანქანის უკან და როგორ ესვრის მას ჭელიძეს, ეს ყველაფერი ჰოლივუდური ფილმის სცენარია, ამ ყველაფერს მტკიცებულების სახით წარმოგიდგენთ და თქვენც ზუსტად ეს განცდა დაგრჩებათ, რა განცდითაც ახლა გესაუბრებით. არც პატარა ვარ და არც ცოტა მინახავს, მსგავსი არ მინახავს, სპეცეფექტებით არის გადაღებული, რომ იტყვიან. ამ კამერას თქვენ წინაშე რომ გამოვიკვლევთ, მერე ვკითხოთ ბრალდებულებს, ეს ქმედება რატომ ჩაიდინეს. არამხოლოდ კამერას, თვითმხილველებს წარმოგიდგენთ…3-მილიონნახევრიანი საქართველოში ერთი ჭორიკანა არ გამოჩნდა, ვინც კვარაცხელიაზე ცუდს იტყოდა, პირიქით მას ყველა როგორც ნოვატორზე საუბრობს, მართლა მაქვს კითხვა – რატომ? ამ კითხვაზე გამცენ პასუხი იმ ბრალდებულებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს”,- განაცხადა პროკურორმა შაიშმელაშვილმა.
ნორიო-მარტყოფის დამაკავშირებელი ხიდი ჩავარდა | ინფორმაციას და ფოტოს გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა...
"კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, დათვი შეგხვდა და ამიტომ წამოვედით ტყით და ვიარეთ ხუთი დღე. ტელეფონი დაგვიჯდა ორივეს. არაფერი მომხდარა განსაკუთრებული, კემპინგი და თავგადასავლები.. ღამე...
საქართველოს პროკურატურამ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი...
“მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი” – ამ სიტყვებით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდე...
თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილი დაიღუპა. სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოცი...
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი განმარტავს, რა დაავადებებს უნდა უფრთხილდეთ, თუ ზღვაზე დასვენებას აპირებთ. როგორც მაია ბუწაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ზაფხულის სეზონისთვის, მით უმეტეს ...
ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათივე თქმით, 2 წლამდე ბავშვი ჯავახიშვილის...
ივლისი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები