1 6 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო ვანო ჩხარტიშვილის შვილი. მიშას ეს არ სიამოვნებდა“ – ედუარდ სააკაშვილი

“რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბამ“ ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვაჟ­თან ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­თან, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ნი­დერ­ლან­დე­ბის ქა­ლაქ უტ­რეხ­ტში ცხოვ­რობს და სა­მა­გის­ტრო ნაშ­რომ­ზე მუ­შა­ობს.

“შე­იძ­ლე­ბა არ უნდა ვთქვა, მაგ­რამ სა­ბავ­შვო ბაღ­ში ჩემი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი იყო, ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის შვი­ლი. მი­შას ეს არ სი­ა­მოვ­ნებ­და, სან­დრას პი­რი­ქით. არ მგო­ნია სწო­რი, რომ ამ დო­ნე­ზე და­იყ­ვა­ნო პო­ლი­ტი­კა. რო­დე­საც მიშა პო­ლი­ტი­კა­შია, ეს არის მის­თვის სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო სა­კი­თხი და რთუ­ლია მის­თვის ამის გა­გე­ბა…

ერთხელ მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი, დრო­შა ეკი­და ხუთ­ჯვრი­ა­ნი და ერ­თმა კლა­სელ­მა ჩა­მო­ხია, ეს “ნა­ცე­ბის” დრო­შა­აო. კა­მათ­ში არ შევ­სულ­ვარ, შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას ასე ეგო­ნოს…

პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის სურ­ვი­ლი არ მქო­ნია, ახლა ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად მაქვს. ბევ­რი უარ­ყო­ფი­თია, თუნ­დაც პი­როვ­ნუ­ლი ას­პექ­ტი. ამას თუ ოდეს­მე გა­ვა­კე­თებ, ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა იქ­ნე­ბა. ეს სან­დრას მა­გა­ლი­თი­და­ნაც ჩანს. მე ძა­ლი­ან წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი მისი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის. ვურ­ჩევ­დი, არ გა­და­ედ­გა ეს ნა­ბი­ჯი”, – ყვე­ბა ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები