0 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას მოაწერა ხელი – გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრის მოსკოვში წასვლაზე

მსახიობი გოგა ბარბაქაძე რობერტ სტურუას ხელმძღვალოებით, რუსთაველის თეატრის დასის მოსკოვში წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს აკეტებს.

იგი ამბობს, რომ რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გასვლას მოაწერა ხელი:

“რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი რომ ჩატარდა ფეხბურთში და გაემარჯვა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, არ უნდა წასულიყო? ხომ ითამაშეს ბიჭებმა და ვჩალიჩობდით, რომ გავსულიყავით, სამწუხაროდ მოხდა რომ ვერ გავედით მსოფლიო ჩემპიონატზე. გარკვეულ უხერხულობას არ შექმნიდა საქართველოს ნაკრები რომ წასულიყო? ისიც ფესტივალია და შეიძლება თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი, ანალოგიურად მნიშვნელოვანია ზუსტად, როგორც მსოფლიო ჩემპიონატი, ისე ჩეხოვის ფესტივალი.

ბატონი რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ რუსეთთან დაკავშირებით რაებს წერს? იმას რატომ არ აქვეყნებთ? რუსეთი რომ ოკუპანტია, რობიკო მაგას მთელი თავისი ცხოვრება იძახის, იმას რატომ არ აქვეყნებს? სხვათა შორის, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც მოაწერა ხელი, რომ რუსეთის ჯარი გასულიყო [საქართველოდან], რომ იცოდეთ…” – ამბობს მსახიობი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები