1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული: ადრენალინი არ გამიკეთებია, არ ჩავთვალე საჭიროდ

“რუსთავი 2” ასაჯაროებს გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ექიმის, ვიოლეტა ინასარიძის ჩვენებას, რომელიც მან გამოძიებას მისცა.

ბრალდებული აღიარებს, რომ ექთნისთვის არ გაუკეთებია და როდესაც ის ცუდად გახდა, “პრინციპში არაფერი გაუკეთებია”

“მე მეგონა, რომ უბრალო რეაქცია მისცა, ანუ რაღაც ალერგიული რეაქცია, იმიტომ, ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, შეიძლება ემოციურიც იყო, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია.

პრინციპში არაფერი არ მიქნია, უბრალოდ ვკითხე, როგორ იყო და საიმედო ადამიანს ჩავაბარე,”- აღნიშნავს მედიკოსი შეცვლილი ჩვენებაში და ადასტურებს, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია:

“არა არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქისს მაჩვენებელი”,– აღნიშნავს ბრალდებული ჩვენებაში, რომელსაც რუსთავი 2 ავრცელებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები