0 7 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ძალიან გთხოვთ, აპატიეთ ლევანსაც, მაპატიეთ მეც, ძალიან მრცხვენია ხალხის წინაშე” – მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დედა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის დედა, ლამარა ტერელიძე შაბათის ფორმულასთან ამბობს, რომ მიზეზი, რატომაც ლევან ზურაბაშვილი 20 ნოემბერს მიკრო საფინანსო ემ ბი სი-ის შენობაში შეიჭრა ეკონომიკური სიდუხჭირეა.ტერელაძე აცხადებს, რომ ის მისი შვილის ქმედებას არ ამართლებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.


“წამლები მჭირდება, იცით როგორ მოიმატა წამლებზე ფასმა. ნერვიულობს – შენს მეტი არავინ მყავს და შენც რომ რამე მოგივიდეს რა უნდა გავაკეთოო, მეუბნება – წამლებიო ალბათ ამიტომ თქვა, მე მარტო ხო არ ვარ ქვეყანას უჭირს. ბოდიში მინდა მოვუხადო იმ ხალხს, ვინც ლევანმა გუშინ შეაწუხა. ძალიან დიდი ბოდიში, გთხოვთ მაპატიეთ. 73 წლის ვარ, უამრავი თაობა გამიზრდია. ძალიან გთხოვთ, აპატიეთ ლევანსაც, მაპატიეთ მეც. მაპატიეთ, მას ეს ბოროტებით არ გაუკეთებია…ძალიან მრცხვენია ხალხის წინაშე.” – ამბობს ის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები