0 2 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. კომერციულ საქმეებში წინსვლა გელით. მოსალოდნელია შემოსავლის დამატებითი წყაროების მოძიება, თუმცა ამისთვის გავლენიანი მფარველების ან პარტნიორების მხარდაჭერა დაგჭირდებათ.

კურო

თუ ნივთების შეძენას გეგმავთ, ჯობს დაუყოვნებლივ შეუდგეთ, რადგან შენაძენი წარმატებული აღმოჩნდება. გირჩევთ, დამატებითი შემოსავლის წყაროები აქტიურად ეძებოთ, თუმცა საეჭვო წინადადებების მიღებისგან თავი შეიკავეთ. მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართეთ და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

ტყუპები

კომერციულ და საქმიან ოპერაციებს წარმატებით განახორციელებთ, თუმცა დიდი შემოსავლის მიღების იმედი ნუ გექნებათ. შესაძლოა, საინტერესო ბიზნესწინადადებით მოგმართონ, რომელზეც უარი არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვათ.

კირჩხიბი

შესაძლოა, მოვლენები თქვენ საპირისპიროდ შემოტრიალდეს. ყველაფრის მიუხედავად, ეცადეთ, ნაჩქარევი და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება არ მიიღოთ. სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის დიდი ძალისხმევა მოგიწევთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. სავარაუდოდ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებთ, თუმცა შემოსავალს ხარჯი გადააჭარბებს. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია პრობლემები, რაც შეუსრულებელ დაპირებებს უკავშირდება.

ქალწული

ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. მოსალოდნელია წინსვლა სწავლაში და შემოსავლის ახალი წყაროების ძიებაში. ხელსაყრელია ახალი ადგილების მონახულება და მოგზაურობა. საღამოს მოსალოდნელია დაპირისპირება ნათესავთან ან ოჯახის წევრთან.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა, რომელიც ქრონიკული დაავადებების გამწვავებას უკავშირდება. პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია შეცდომები, რაც სიტუაციის არასწორად შეფასებას ან მცდარ ინფორმაციას მოჰყვება. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რაც ორგანიზმისთვის მავნებელია. პირველ რიგში, სპირტიან სასმელებს ერიდეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის და სიახლეებისთვის ზოგადად. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იმატებს და წარუმატებლობის პერიოდი სრულდება. შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. შესაძლოა, მფარველების მხრიდან ახალი შეთავაზება მიიღოთ, რასაც თქვენი პარტნიორები დაეთანხმებიან. გირჩევთ, დაწყებული საქმის დასრულება სამომავლოდ არ გადადოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, ამ დღეს ხელსაყრელი საქმიან წინადადებაზე უარი არ თქვათ – მოსალოდნელია დიდი შემოსავლის მიღება. ვარსკვლავები ამჟამად საქმიანობის სფეროს ან პარტნიორის შეცვლას არ გირჩევენ, თუმცა უყურადღებოდ არც ასეთი წინადადება უნდა დატოვოთ.

თხის რქა

შესაძლოა, პროფესიული საქმიანობაში აქტიურობისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა მოგეცეთ. შესანიშნავი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული თავგადასავლებისთვის.

მერწყული

სასიყვარულო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა, რადგან მოსალოდნელია უმიზეზო სევდა და თავის ტკივილი. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალ ნაცნობობას სიფრთხილით მოეკიდოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, სასიხარულო ამბავი გაიგოთ ან ხელსაყრელი შეკვეთა მიიღოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა სამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. მოსალოდნელია გავლენიანი მფარველების ან უფროსი ნათესავების მხარდაჭერა. ფინანსური დახმარების შესახებ თქვენს თხოვნას დააკმაყოფილებენ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რაც ჯანმრთელობას დაგიზიანებთ – განსაკუთრებით, სპირტიანი სასმელებისგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...