0 6 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,N2 საჯარო სკოლაში სწავლობდა, ძალიან ჭკვიანი და კარგი ბავშვი იყო, დედამ ნახა ამ მდგომარეობაში" - ვინ არის მე-9 კლასის მოსწავლე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

დღეს დილით საკუთარ სახლში დედამ 14 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე დათო ვანაძე, რომელიც მე-9 კლასში სწავლობდა. სკოლაში ამბობენ, რომ დავითი საუკეთესო მოსწავლე იყო და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

"ქობულეთის N2 საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას გამოთქვამს, თავისი აღსაზრდელის, მე-9 კლასის მოსწავლე დათო ვანაძის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, თანაკლასელებს და პედაგოგებს" - ამბობენ სკოლაში

რაც შეეხეება გარდაცვალების მიზეზს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. მომხდარზე ინფორმირებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები