0 2 : 4 9
 | 

საზოგადოება

გამყრელიძე: ხვალ საბჭოზე მსჯელობა იქნება და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში

ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, იგეგმება ქვეყანაში მთელი რიგი შეზღუდვების გამკაცრება, თუმცა სრული ჩაკეტვა არ განიხილება.

"გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაწესებულია, ეს შეზღუდვები არ არის საკმარისი და კიდევ უფრო გამკაცრდება. ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალაც და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში. ლოქდაუნი, სრული ჩაკეტვა როგორც ესეთი, ის რაც განახორციელა ჩინეთმა უჰანში, სამი თვის განმავლობაში, ეგეთი სრული ჩაკეტვა არ განიხილება. განიხილება სერიოზული შემზღუდველი ღონისძიებები, რომელთა ნაწილი დაწესებულია და კიდევ უფრო გამკაცრდება ნაწილი. მარტო დაწესება არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია აღსრულება. მთავარია ყველგან პირბადის ტარება." – თქვა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები