0 1 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაატა იმნაძე: იმედი მაქვს, 2021 წელი კორონავირუსით გამოწვეული ყველა შეზღუდვის ბოლო წელი იქნება

ერთწლიანი კორონაისტორიის განმავლობაში ასეთი დამაიმედებელი ინფორმაცია ჩვენ არ გვქონია, ეს არის გარღვევა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2021 წელი დედამიწაზე აღმოჩენილი კორონავირუსით გამოწვეული ყველა შეზღუდვის ბოლო წელი იქნება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „იმედის დილაში“ გერმანული და ამერიკული მწარმოებლების მიერ შექმნილ ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა.

„გრიპის ვაქცინის ეფექტიანობა 60% ფარგლებშია, ხოლო ამ ვაქცინამ, რომელსაც 50%-იანი ეფექტიანობის ფარგლებში ელოდნენ, კვლევის მესამე ფაზაში გასაოცარი ეფექტი გამოავლინა. კიდევ რამდენიმე ვაქცინა გადის მესამე ფაზას და ბოლოსკენ მიდის, ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 2021 წელს კორონას საწინააღმდეგოდ დედამიწას, ადამიანებს გაუჩნდებათ ეფექტიანი საშუალება. ამ ვაქცინამ ადამიანების დიდ ჯგუფზე გაიარა გამოცდა, ამიტომ მის ეფექტურობას ეჭვქვეშ ვერ დავაყენებთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები