1 7 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პროკურორი - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ჩვენება ორმა არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მისცა.

არასრულწლოვანი ნ.ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე ამბობს, რომ რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დეტალურად მოყვა, რა მოხდა 18 ივნისის ღამეს.

"არავის არ აქვს იმის თქმის საფუძველი, რომ ნ.ც.-მ რამე დამალა. მან ყველა კითხვას უპასუხა,"- განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

დღევანდელი პროცესით გამართლდა ბრალდების მხარის მოლოდინიც, რომ დაკითხული პირები ისევ შეეცადნენ დანაშაულისთვის თავის არიდებას.

საქმის პროკურორის, ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, დღეს დაკითხულმა პირებმა ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს და დანაშაულისთვის თავის არიდებას ყველანაირად ეცადნენ.

პროკურორის თქმითვე, მათი ჩვენებები ასევე არ მოდის თანხვედრაში ვიდეომასალებთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები