1 1 : 2 7
 | 

საზოგადოება

ქვეყანა უკონტროლო ფაზაშია: რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მოდელზე – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, იმის ნიშნები, რომ COVID 19-ის აღმავლობა დაიწყოს, არ არის. ამიტომ, ნაკლებად რეალურია ლოკალიზება მოხდეს.

მისი განცხადებით, ქვეყანა რთულად კონტროლირებად ფაზაშია, რადგან დაინფიცირებული ადამიანების წყაროების დადგენა ვერ ხერხდება.

„იმისთვის, რომ არ მოხდეს ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი და ჰოსპიტლები არ გადაიჭედოს, და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარებაზე უარი არ ეთქვათ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მოდელზე. ეს ნაბიჯები გადაიდგა და ახლა მთავარია პრაქტიკაში სწრაფად დაინერგოს. ამის პროტოკოლი არსებობს და ბრძანებაც ალბათ მალე გამოვა. ოჯახის ექიმებმა უნდა მართონ პაციენტები ბინაზე დისტანციურად“, – აღნიშნა ბუწაშვილმა.

ბოლო დღეებში დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იმატებს. ბოლო 24 საათში კიდევ 227 ადამიანი დაინფიცირდა და ინფიცირებულთ საერთო რაოდენობა 4 140 გახდა. გამოჯანმრთელებულია 1 643 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები