ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
|
ვერძი
უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელსაც სიცრუე, ილუზიები და აუსრულებელი ოცნებები ახლავს. მოსალოდნელია მოვლენათა არახელსაყრელი განვითარება, უსიამოვნო სიტუაციები და ურთიერთობაში პრობლემები. სავარაუდოდ, იძულებული იქნებით, საკუთარი პოზიციები აქტიურად დაიცვათ. ერიდეთ ოჯახურ კონფლიქტებს, უსარგებლო კამათს და მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვების ჯანმრთელობას.
კურო
ამ დღეს ვარსკვლავები მამაკაც კუროებს სტუმრად წასვლას ან სტუმრების მიღებას ურჩევენ. მშვიდობიანი და სასიამოვნო დღეა, რომელსაც თანხმობა და გაწყვეტილი მეგობრული კავშირების აღდგენა ახლავს. ქალებს რომანტიკული თავგადასავლები ელით. შესაძლოა, ძლიერი გრძნობა გეწვიოთ.
ტყუპები
ეჭვების დაძლევის და სულიერი გარდასახვის დღეა. ოჯახში მშვიდობა, პარტნიორთან კი თანხმობა სუფევს. გამორიცხული არ არის დიდი ხნის წინ გაწყვეტილი მეგობრული ურთიერთობის აღდგენა. ეს დღე გაჩვენებთ, რამდენად შეიძლება შეიცვალოს თქვენი სამომავლო გეგმები.
კირჩხიბი
გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმის მოგვარება სამომავლოდ გადადოთ, რადგან ამ დღეს სიტუაციის ობიექტურად შეფასება და სწორი გადაწყვეტილების მიღება გიჭირთ. უსიამონებების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედოთ.
ლომი
მოვლენების არახელსაყრელი განვითარება, უსიამოვნო სიურპრიზები და ურთიერთობაში პრობლემები გაიძულებთ, საკუთარი პოზიციები და დაჩაგრული ადამიანების ინტერესები აქტიურად დაიცვათ. მოსალოდნელი კინფლიქტი თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებას გაართულებს.
ქალწული
გარემოებები გაიძულებთ, საკუთარი პოზიციები აქტიურად დაიცვათ. ყველა სირთულისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. დიდია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების რისკი. სასურველია, რომ რაღაც დროით განმარტოვდეთ, რადგან ნებისმიერი კონტაქტი შეიძლება კონფლიქტით დასრულდეს.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და ახალი გატაცებისთვის. შესაძლოა, რაღაც შემოქმედებითმა იდეამ თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს და სრულიად ახალ სიმაღლეზე აიყვანოს. ნუ ელით დახმარებას მეგობრებისა და ნათესავებისგან და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.
მორიელი
ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ წარსულის რომელიღაც შეცდომა გამოასწოროთ. ეცადეთ, საკუთარ თავში გარე სამყაროს მიმართ კეთილგანწყობა გამოიმუშავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი სარკაზმი და ნერვიული დამოკიდებულება ადამიანებისთვის აუტანელს გაგხდით. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები - მოსალოდნელია გაცივება და თავის ტკივილი.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა აქტიური დასვენებისა და ფიზიკური ვარჯიშისთვის. ყველა შენაძენი, ძვირად ღირებული მეტალების გარდა, წარმატებული იქნება.
თხის რქა
პროფესიულ საქმიანობაში წარმატება გელით. თქვენი შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა საქმის შედეგებზე სასიკეთოდ აისახება. დღის მეორე ნახევარში დროებითი სირთულეები გამოჩნდება, რომლებიც სერიოზულად არ უნდა აღიქვათ. მოჩვენებითი პრობლემა მალე წარმატებად იქცევა.
მერწყული
ეს დღე სიბრძნისა და სამართლიანობის ნიშნით ჩაივლის. ეცადეთ, სიძუნწე და ეგოიზმი არ გამოავლინოთ და დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ. შესაძლოა, მეგობრობა განაახლოთ მასთან, ვისთანაც რატომღაც ურთიერთობა გაწყვიტეთ.
თევზები
ამ დღეს სულიერი სიმშვიდის მოპოვებას ვერ ახერხებთ. სურვილსა და რეალობას შორის შეუსაბამობამ შესაძლოა, დეპრესიაში ჩაგაგდოთ ან აგრესიული გაგხადოთ. თავი შეიკავეთ ვალის აღების ან გაცემისგან. თუ ამ სიტუაციას ღირსეულად გაუმკლავდით, გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოებრივი და მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ
მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
კომენტარები