2 0 : 2 2
 | 

საზოგადოება

56 - “ლელოს” პარტიული ნომერი მიენიჭა

“ლელო” 2020 წლის არჩევნებში  56 ნომრით მიიღებს მონაწილეობას. 

კენჭისყრა დღეს ცესკოში ჩატარდა. პროცესში 47 პარტია იღებდა მონაწილეობას. პარტიებს, რომელებიც არჩევნებში პირველად მონაწილეობენ, ნომერი ლოტოტრონის მეშვეობით მოენიჭათ. 

“ლელოს” ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის, გიორგი ოქროაშვილის თქმით, პარტიული ნომრის მინიჭება პოლიტიკური გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, პარტიის ცნობადობა ამომრჩევლისთვის ნომრის მიხედვითაც უნდა მოხდეს, რათა ამომრჩეველმა სწორი არჩევანი გააკეთოს და ის ნომერი შემოხაზოს, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანია. 

“დღეს ბოლო შტრიხი შევიტანეთ პარტიულ მშენებლობაში. ჩვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გვაქვს  ძლიერი ინფრასტრუქტურა გაშლილი, გვაქვს ძლიერი პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გავაკეთეთ - "მარშალის გეგმა". გვყავს ძლიერი ახალგაზრდული ორგანიზაცია და ქალთა საბჭო, გვყავს ძლიერი გუნდი მაჟორიტარების სახით და დღეს საარჩევნო ნომერიც მივიღეთ. ნომერი 56, რომელიც იქნება წარმატების მომტანი ჩვენთვის, ნომერი რომლითაც გავიმარჯვებთ,”-განაცხადა ოქროაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:57

    ნიკა გვარამია: რაც შეეხება იდენტიფიცირებულ ტერორის...

    "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: რამდენიც არ უნდა ათრიოთ ეთერიდან ეთერში ხვიბლიანი  Nino Giorgobiani, ზუს...

  • 16:45

    დაგვიკავშირდით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე! - ცესკ...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, მათ შორის თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, უზრუ...

  • 10:59

    სასამართლო კლანი ოპოზიციის გამარჯვებისთვის თადარიგ...

    “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თორნიკე ართქმელაძე გიორგი მიქაუტაძისა და რევაზ ნადარაიას მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვებას გამოეხმაურა.  ართქმელაძის თქმით, ამ გადაწყვე...

  • 16:34

    „ქართული ოცნება“ წინასაარჩვენოდ განაგრძობს არაკეთ...

    “ლელოს” ბათუმში “ლელოს” ბათუმის ორგანიზაციის საარჩევნო ექპერტმა  და აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიის წარმომადგენელმა ივანე ფირცხალაიშვილმა ბრიფინგი გამართა. ბრიფინგ...

  • 16:29

    დაგვრჩა ერთი მნიშვნელოვანი კვირა და ჩვენი ბრძოლა მ...

    ზუგდიდში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ, ზუგდიდის მოსახლეობას ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, ალექსანდრე ახვლედიანი, თამარ ბელქანია და გია ბა...

  • 21:59

    ,,სითი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა...

    ვაჟა -ფშაველას გამზირზე, სავაჭრო ცენტრ "სითი მოლში" ხანძარი მესამე სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანება იყო საკვებ ობიექტ "უკვეში". სავაჭრო ცენტრიდან დაცვის სამსახურმა ადამიანები გარე პერიმეტრზე გამო...

  • 19:06

    “ლელომ” ქუთაისს საარჩევნო პროგრამა წარუდგინა ...

    ქუთაისის მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა "ლელოს” ლიდერებმა გააცნეს და პარალელურად ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა ნაცვლიშვილი წარუდგინეს. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ერთადერთი პოლ...