0 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არსებულ მდგომარეობაში დროული და საჭიროა“- ნიკა შენგელია.

„მამუკა ხაზარაძის ინიციატივა არსებულ მდგომარეობაში დროული და საჭიროა“- ნიკა შენგელია. 

„ლელოს“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შექმნას დროებითი საგარანტიო მექანიზმი, ეკონომისტი ნიკა შენგელია მსესხებლებისთვის დროულ და საჭირო ინიციატივად მიიჩნევს. 

მისივე თქმით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ფონიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირებსა და ბიზნესებს სტრესი მოეხსნებათ, ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები.

“ლელოს” შეთავაზებაა მთავრობისადმი, შეიქმნას გარანტია მოსახლეობისთვის, რომ ძველი კრედიტები გადაფინანსდეს. ამით ადამიანებს და ბიზნესებს სტრესი მოეხსნებათ, ბანკებს კი შეუმსუბუქდებათ ფინანსური ვალდებულებები. ეს შეთავაზება ძალიან დროული და საჭიროა მოსახლეობისათვის. თუ მთავრობა ყურად იღებს ამ ინიციატივას და გაატარებს პრაქტიკაში, მოსახლეობა და ბიზნესი ამოისუნთქებს. როგორც მოგეხსენებათ, პანდემიისას ბანკებმა 3 თვით გადაავადეს სასესხო ვალდებულებების შესრულება, შემდეგ კიდევ ვინც მოითხოვა გადავადება, კვლავ სამი თვით გადაუვადდა. საბოლოო ვადა სექტემბრის ბოლოს იწურება. ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონიდან გამომდინარე, მთავრობა ვალდებულია, ანგარიში გაუწიოს მსესხებლებს  სესხების გადავადების საკითხში. ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძის ეს ინიციატივა დროული და საჭიროა. არ ჩნდება ბუნდოვანების განცდა, გარკვევითაა მინიშნება, რომ უნდა გადავადდეს, რეფინანსირება მოხდეს ისე, რომ პროცენტი არ დაემატოს და წლების მანძილზე გადაუნაწილდეს მოსახლეობას აღებული სესხი,” - აცხადებს ნიკა შენგელია. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ მთავრობამ, ეროვნულ ბანკთან ერთად, შექმნას დროებითი საგარანტიო  მექანიზმი, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს საკრედიტო ვალდებულების მომსახურების პრობლემა, მოახდინოს თავისი ვალდებულების რეფინანსირება, მინიმუმ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით. ეს მოგვაგებინებს დროს, რათა დავძლიოთ პანდემიის და სახელმწიფოს არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ყველაზე რთული პირველი 6 თვე და მოქალაქეებს მივცეთ შანსი, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მცირე რესურსი, რათა გაზაფხულიდან დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ეს დროებითი მექანიზმი იქნება ჩანასახი იმ 3 მილიარდიანი საგარანტიო ფონდისა, რომელიც ლელოს “მარშალის გეგმაშია” მოცემული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:19

    ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა...

    🔴 2023 წელს წინა წელთან შედარებით ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, ხოლო იმი...

  • 15:38

    ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია...

    მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია. რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული ახალგაზრდა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასულ კვირას მას შემდეგ შეიწყალა, რაც სასამართლ...

  • 15:25

    ,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...

    პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...

  • 17:19

    სასწრაფო დახმარების ექიმები ქრთამის აღების ბრალდებ...

    სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება:    უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...

  • 16:42

    პირველი დოზა ✅ გავუკეთებთ წამალს, რომელიც ხრტილის ...

    დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის.    დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...

  • 13:02

    ნუცა ბუზალაძის ძმა ამერიკაში საკუთარ ავტომობილში გ...

    ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...

  • 22:35

    ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს...

    უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შე­სა­ხებ ქე­ი­თი ვიდეო მიმართვას  ავრცელებს.    "ეს იყო შოკი, მაგ­რამ მე კარ­გად ვარ და დღ...