0 3 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რაგბის კავშირში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილ რამაზ ხარაზიშვილს ოპერაცია უტარდება

რაგბის კავშირში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილ მოქმედ მორაგბეს რამაზ ხარაზიშვის ამ წუთებში ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით, მორაგბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

"შემოყვანილია მამაკაცი, მარცხენა წვივის მიმადომოში ცეცხლნასროლი ჭრილობით. პაციენტი სტაბილურია, ჩაუტარდა სრული ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევა, საოპარციოშია გადაყვანილი, სადაც მცირე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. ძვლები დაზიანებული არ არის, მოხდება უცხო სხეულის ამოღება,"-აცხადებს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი ნათია ნუცუბიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმცაიით, რაგბის კავშირში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. 

ხარაზიშვილის დაჭრაში ეჭვმიტანილი რაგბის კავშრის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია, ამ დრომდე, დაკავებული არ არის. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები