1 1 : 0 8
 | 

საზოგადოება

"ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ"- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია აგვისტოს ომის მე-12 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"12 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები. ეს იყო ტრაგედიით სავსე დღეები, რომელმაც დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი და მძიმე შედეგები.

 

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ და ამ პროცესში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს, რადგან კარგად ვიცით, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და რომ სწორედ მშვიდობა, ერთობლივი შრომა და ეკონომიკური წინსვლა, განვითარებაა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების წინაპირობა", - წერს გახარია.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი სრული დეოკუპაცია იქნება.

"სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების არჩევანი არის მშვიდობიანი, რაციონალური და თანამიმდევრული პოლიტიკა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე - სრულ დეოკუპაციამდე და ხელოვნურად გახლეჩილი საზოგადოებების ერთიან, დემოკრატიულ, ევროპულ სახელმწიფოში მშვიდობიან თანაცხოვრებამდე", - აცხადებს გახარია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:54

    საქართველოში კორონავირუსის 193 შემთხვევა გამოვლინდ...

    საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 193 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 40 პაციენტი. ვირუსისგან გარდაიცვალა მეოცე ადამიანი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს. ჯამში, ქვეყანაში კოროანვირუსის 369...

  • 10:51

    საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვ...

    საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. დღეს, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ამ დროისთვ...

  • 10:32

    სკოლის ორ მოსწავლესა და მასწავლებელს კორონავირუსი ...

    კორონავირუსი დაუდასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სენაკის ცენტრში "კურიერს" უთხრეს, რომ თეკლათის სკოლა შემთხვევის გამო დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, ეპიდე...

  • 23:28

    21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელსაც სიცრუე, ილუზიები და აუსრულებელი ოცნებები ახლავს. მოსალოდნელია მოვლენათა არახელსაყრელი განვითარება, უსიამოვნო სიტუაციები და ურთიერთობაში პრობლემები. სავარა...

  • 11:36

    მამუკა ხაზარაძე პარტიული სიის პირველ 25 წევრს უახ...

    “ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი და ქვეყნის ბედს ანდობენ”- ამის  შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმ...

  • 21:12

    ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიე...

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რ...

  • 21:10

    56 - “ლელოს” პარტიული ნომერი მიენიჭა...

    “ლელო” 2020 წლის არჩევნებში  56 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.  კენჭისყრა დღეს ცესკოში ჩატარდა. პროცესში 47 პარტია იღებდა მონაწილეობას. პარტიებს, რომელებიც არჩევნებში პირველად მონა...