0 9 : 5 4
 | 

საზოგადოება

'ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შაბათს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მოუწია საცობში დგომა" - კახა კალაძე

თბილისის მერი, კალხა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე შაბათს შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

„მინდა, დავიწყო შაბათი დღით, როდესაც დაიწყო ჭავჭავაძის გამზირზე ახალი გადაწყობილი სისტემით მოძრაობა. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა იმ ავტომობილის მძღოლს, ვინც კონკრეტულ ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, მის მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია გარკვეული დროით საცობში დგომა. ადამიანურად მესმის თქვენი, მეც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ვარ. ვმართავ ავტომობილს და გადავადგილდები ქალაქში. რა თქმა უნდა, თქვენს ადგილზე იგივე დამოკიდებულება მექნებოდა. აბსოლუტურად მესმის და მინდა ბოდიში მოგიხადოთ“,-განაცხადა კალხა კალაძემ.

კახა კალაძემ თქმით, ადვილი არ იყო დედაქალაქის მერის თანამდებობის დაკავება.

„როდესაც ჯერ კიდევ ენერგეტიკის მინისტრი ვიყავი და გუნდმა შემომთავაზა ვყოფილიყავი მერობის კანდიდატი, მოულოდნელი იყო. ამ შემოთავაზების შემდეგ ვითხოვე რამდენიმე დღე, მესმის რამდენად რთულია ამხელა ქალაქის მართვა ქვეყანაში არსებული მიგრაციის და პოლიტიკური ვნებების ფონზე. შეიძლება, ვინმესთვის დედაქალაქის მერობის სტატუსი იყოს რაღაც მიმზიდველი, პრივილეგია მაგრამ, ჩემთვის, სრული გულწრფელობით ვამბობ, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მსახურება. მსახურება თბილისის და თბილისელების წინაშე.

ჩვენ, 30 წლის განმავლობაში, დავაკვირდეთ ყველა მიმართულებას, ვტრიალებთ ერთი და იგივე წრეზე. შესაბამისად, როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა 7 ძირითადი მიმართულებით. ეს არ იყო მხოლოდ ლამაზი სიტყვები ან ლამაზად შეფუთული საარჩევნო კამპანია.

ეს იყო კონკრეტული ხედვა და პრობლემები, რომელიც თბილისს აწუხებდა 30 წლის განმავლობაში, არაფერს არ ვამატებ 30 წლის განმავლობაში, ეს იყო ის პრობლემები რომელიც ჩვენ ქალაქს სტკიოდა და აწუხებდა“,-განაცხადა კალაძემ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 23:28

    21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელსაც სიცრუე, ილუზიები და აუსრულებელი ოცნებები ახლავს. მოსალოდნელია მოვლენათა არახელსაყრელი განვითარება, უსიამოვნო სიტუაციები და ურთიერთობაში პრობლემები. სავარა...

  • 11:36

    მამუკა ხაზარაძე პარტიული სიის პირველ 25 წევრს უახ...

    “ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი და ქვეყნის ბედს ანდობენ”- ამის  შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმ...

  • 21:12

    ცესკომ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიე...

    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რ...

  • 21:10

    56 - “ლელოს” პარტიული ნომერი მიენიჭა...

    “ლელო” 2020 წლის არჩევნებში  56 ნომრით მიიღებს მონაწილეობას.  კენჭისყრა დღეს ცესკოში ჩატარდა. პროცესში 47 პარტია იღებდა მონაწილეობას. პარტიებს, რომელებიც არჩევნებში პირველად მონა...

  • 10:43

    “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს ლაშა ცუცქრიძის ს...

    “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს ლაშა ცუცქრიძის საკუთარ სახლთან ორი ნიღბიანი პირი დაესხა თავს. “შტაბში დავასრულეთ მუშაობა, “ნაციონალური მოძრაობის” საბურთალოს შტაბს ვგული...

  • 10:27

    უმძიმესი ავარია: მგზავრებით სავსე "მარშრუტკა" ქარ...

    ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიი...

  • 18:41

    დღეს „ლელოს“ ვაკის ოფისის ბლოკირება რადიკალი დაჯგუ...

    მათი მთავარი მოთხოვნა “ლელოს“ არჩევნებიდან მოხსნა იყო.  რადიკალი ულტრამემარჯვენე დაჯგუფების აქციას, "ლელოს" ოფისთან შეკრებილი ახალგაზრდები, "ლელოს" მხარდამჭერები და პოლიტიკური ლიდერებ...