0 7 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მოსახლეობის ყველაზე მეტი ნდობა ჯარს აქვს, ყველაზე ნაკლები - პრეზიდენტს - Edison Research

Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი - 90% - ჯარს ენდობა. მეორე ადგილზე ეკლესიაა - 88% ამბობს, რომ მას ენდობა. შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოდის 79%-ით.

პოლიციას 70% ენდობა, უნივერსიტეტებს - 69%; ქართულ მედიას - 68%; პრემიერმინისტრს - 63%; ომბუდსმენს - 61%; ადგილობრივ ხელისუფლებას - 57%; მთავრობას - 52%; ცესკოს - 51%; NGO-ებს - ასევე 51%; 

ნდობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი საქართველოს პრეზიდენტს აქვს - 59% ამბობს, რომ მას არ ენდობა.  ასევე 58% არ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს; 58% ამბობს, რომ არ ენდობა ქართულ ბანკებს; 54% არ ენდობა პროკურატურას; ასევე 54% არ ენდობა სასამართლოებს; 51% არ ენდობა პარლამენტს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები