0 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ქორწილის გამო რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე რესტორნების, კვების ობიექტების და სხვა დაწესებულებების შემოწმება მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 31 კვების ობიექტია დაჯარიმებული.  

"შემოწმებები ხორციელდება რისკის შეფასების საფუძველზე, იქ სადაც არის ადამიანების თავშეყრის მაღალი ოდენობა, სწორედ ეს არის სამიზნე ამ ეტაპზე, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ინსპექტირებას დაექვემდებარება ნებისმიერ ობიექტი, რომელიც ეტაპობრივად ოპერირებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ კვების ობიექტები შევამოწმეთ და 31 არის დაჯარიმებული, ორი კომპანია დაჯარიმდა არა ნებადართული ეკონომიკური საქმიანობისთვის და ერთი კომპანია დაჯარიმდა სოციალური ღონისძიებების გამო, ქორწილი მიმდინარეობდა, რომელიც როგორც იცით, არ არის ნებადართული საქმიანობა და შესაბამისი სანქცირება იყო ჩვენი მხრიდან. 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია და ეს არ არის თვითმიზანი შრომის ინსპექციის დეპარატამენტის, რომ სანქცირებას დაექვემდებაროს ესა თუ ის ობიექტი. ამიტომ, მაქსიმალურად ვაწვდით ინფორმაციას, დარგობრივ უწყებებთან ერთად ვმუშაობთ, ბიზნეს ასოციაციებთან, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ამ გაფრთხილებების მიუხედავად კომპანია კვლავ არ იცავს რეკომენდაციებს და ახორციელებს თვითნებურად სამუშაოებს, ეს არის იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევა და 10 ათას ლარის ოდენობით არის სანქცია გათვალისწინებული,“ -  განაცხადა ბექა ფერაძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები