1 2 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თორნიკე ყოველთვის დაიცავს სამშობლოს და ნაკრების ღირსებას - ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

მოსკოვის "ცსკა"-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერთან დაკავშირებით საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!

წარმატებები თოკო!!!" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები