0 2 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტრომ აუზებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ ღია/დახურული ტიპის აუზების, საუნებისა და აბანოებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ყველა ტიპის აუზზე შეზლონგებს შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაა საჭირო. ამასთან, შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. აღნიშნული ობიექტების ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სივრცეებში მომხმარებელი ნიღბის გარეშე არ დაიშვება.

ამასთან, საცურაო აუზების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს წყლის ხარისხის ლაბორატორიული კონტროლი. აბანოებსა და საუნებში უნდა მოეწყოს საშხაპეები, რომელთა დეზინფექცია უნდა მოხდეს 2 საათში ერთხელ.

ყველა შემთხვევაში, დამსაქმებელი ვალდებულია თანამშრომლები აღჭურვოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

 

სრულად: https://www.moh.gov.ge/uploads/files/Danarti_N33_Gia_Daxuruli_tipis_auzebi_Sauna_abanoebi_01-227.pdf?fbclid=IwAR1YjAIxo2Mg5AQbyJI8orKm4yltjCLfl8E-GaFTs_88verg6nh541mh2i4

კომენტარები

მსგავსი სიახლეები