2 3 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მეუფე შიო: ეს არის ისტორიულად ქართული სავანეები, მონასტრები და დღეს სამწუხარო რეალობის გამო, არსებული ვითარების გამო, ვერ ავდივართ იქ

დღეს 13 ასურელი მამათაგან ერთ-ერთის, მამა დავით გარეჯელის ხსენების დღეა. დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში გარეჯობა აღინიშნება.

სამონასტრო კომპლექსში იმყოფება პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელმაც მამა დავით გარეჯელის მიერ დაარსებულ ლავრაში პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ მრევლს ქადაგებით მიმართა.

მეუფე შიომ მამა დავით გარეჯელის ღვაწლზე ისაუბრა, და ქადაგების ბოლოს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადავო ტერიტორიის საკითხსაც შეეხო.

„დღეს ჩვენ ასევე ვფიქრობთ იმ პრობლემაზე, რომელიც ამ მონასტრის მიმდებარედ არსებულ ორ მონასტერს ეხება. ეს არის უდაბნო და ჩიჩხიტური. იცით, რომ ორივე მონასტერი თავად დავით გარეჯელის მიერაა დაარსებული. ეს არის ისტორიულად ქართული სავანეები, მონასტრები და დღეს სამწუხარო რეალობის გამო, არსებული ვითარების გამო, ვერ ავდივართ იქ და ვერ ვატარებთ წირვა-ლოცვას. დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს დავით გარეჯელს. გვაქვს სურვილი, ეს ვითარება გამოსწორდეს და ჩვენ ერთად შევძლებთ იქ წირვა-ლოცვას, ისე როგორც მამა დავითს გაეხარდებოდა და როგორც ჩვენს წინაპრებს გაეხარდებოდათ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

წმინდა დავით გარეჯის ხსენების დღე გარდამავალია და ის ამაღლების შემდეგ ხუთშაბათს აღინიშნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები