0 6 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დონალდ ტრამპი გუბერნატორებს - მოგიწევთ უპირატესობა მოიპოვოთ, თუ არადა იდიოტების ჯგუფს დაემსგავსებით

როგორც CNN-ი იუწყება, პრეზიდენტმა  დონალდ ტრამპმა გუბერნატორებს მოუწოდა, ძალადობრივი პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ აგრესიული ტაქტიკა გამოიყენონ.

„მოგიწევთ უპირატესობა მოიპოვოთ. თუკი ვერ დაიმორჩილებთ სიტუაციას, დროს დაკარგავთ. ისინი ცდილობენ გაჯობონ, თქვენ კი იდიოტების ჯგუფს დაემსგავსებით. თქვენ უნდა დააპატიმროთ და გაასამართლოთ ხალხი“, - განუცხადა ტრამპმა გუბერნატორებს.

საუბარს სამართალდამცავი და ეროვნული უშიშროების უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტრამპმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მისი აზრით, ძალადობა „რადიკალი მემარცხენეების“ მიერ არის წამოწყებული.

„ეს მოძრაობაა, თუკი მას არ შეამცირებთ, ის სულ უფრო უარესი გახდება. ის წარმატებული მხოლოდ მაშინ არის, როცა თქვენ სუსტები ხართ“, - აღნიშნა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები