2 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„პერსილისა“ და „არიელის“ შეფუთვაში იაფფასიანი ფხვნილის დაფასოებაში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს

სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, აჭარის რეგიონში ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი ამხილეს, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულს თურქეთიდან ჩამოჰქონდა იაფფასიანი სარეცხი ფხვნილი, კუსტარულად მოწყობილ საამქროში აფასოებდა და მას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების - „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით ჰყიდდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 10-კილოგრამიან შეფუთვებში მოთავსებული 1 386 ერთეული, „პერსილისა“ და „არიელის“ სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული სარეცხი საშუალებები აღმოაჩინეს.

დანაშაული, საქართველოს სსკ-ის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები