1 6 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მარიამ კალომლეწავი, რომელიც ამერიკაში, რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, სამშობლოში გადმოასვენეს

ნიუ-იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევითა და ორგანიზებით, აშშ-ში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, მარიამ კალომლეწავი სამშობლოში დღეს გადმოასვენეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების გამო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადმოსვენების ჩვეული პროცედურა აღარ მოქმედებს.

საქართველოს გენერალური საკონსულოს აქტიური ძალისხმევით მოხერხდა საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენება.

ამ დროის განმავლობაში, საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივად იმყოფებოდა კონტაქტზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და უზრუნველყოფდა ოჯახს შესაბამისი საჭიროებებით.

მარიამს აშშ-ში 2019 წლის სექტემბრიდან მკურნალობდნენ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მარიამ კალომლეწავის ოჯახსა და ახლობლებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები