0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მოდის ინფექციები..დაიჩიპებიან, იმას მოიგონებენ, რომ ეს შვილებისთვის არის საჭირო, რათა არ შეხვდეთ ვირუსი” მამა გაბრიელის წინასწარმეტყველენა კორონავირუსზე

ის, რაც დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში ხდება, მამა გაბრიელმა წლების წინ იწინასწარმეტყველა:

  „ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება დავილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი… შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გაგიჭირდებათ მალე. შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო.

რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს… ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომც და ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადნენ სხვადასხვა დაავადებისგან.

ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიან და აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა. ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!“

წყარო http://hotnews.ge/index.php/en/africa/item/11888-mama-gabrieli-korona

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები