2 1 : 3 0
 | 

საზოგადოება

ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა - ტურტელაძე

 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი, რომელიც დღეს გარდაიცვალა, 10-15 კილოს იწონიდა. 

როგორც კლინიკის კლინიკური დირექტორი განმარტავს, გარდაცვლილ ქალს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც ჰქონდა. ტურძელაძის თქმით, მათ კლინიკაში შეყვანისას პაციენტს კუნთები მთლიანად ჰქონდა განლეული.

„ეს პაციენტი 31 მარტს, მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალიდან“ გადმოიყვანეს უმძიმეს, კრიტიკულ მდგომარეობაში და ჩვენთან, მიმღებშივე იქნა აპარატულ სუნთქვაზე გადაყვანილი. ჰქონდა სპონტანური პნევმოთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკამრისობა. პაციენტს აღენიშნებოდა ბევრი ქრონიკული დაავადება, გულის კუნთის სერიოზული დაავადება, ყველა სარქველის უკმარისობა, ჰქონდა სეფსისი, სეპტიური შოკი და ბოლოს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწავავე უკმარისობა და პაციენტი ამით დაიღუპა თანდართულ კორონავირუსთან ერთად. აღნიშნულ პაციენტს კახექსია ჰქონდა. მან 6-7 თვის განმავლობაში წონაში ძალიან დაიკლო, როცა ჩვენთან მოვიდა, კუნთოვანი შრე მთლიანად განლეული ჰქონდა და პაციენტი ძალიან გამხდარი იყო, მისი წონა ალბათ, 10-15 კილოზე მეტი არ იქნებოდა. ასეთი იყო ეს პაციენტი, უმძიმეს მდგომარეობაში და დღემდე ჩვენ ამ პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება შევძელით. დღეს, დილით, სამწუხაროდ, გარდაცვალება დაფიქსირდა“, - განაცხადა ტურძელაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:15

    „ახლა ჯომოლუნგმაზე ავდივართ" - პაატა იმნაძე ეპიდვი...

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების პირველი შედეგები 2 კვირის შემდეგ გამოჩნდება. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფ...

  • 14:49

    მთელი ქვეყნის მასშტაბით, 421 საწოლია თავისუფალი – ...

    ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დილის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 421 თავისუფალი საწოლია. როგორც გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღ...

  • 11:09

    ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვა...

    ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭი...

  • 10:43

    გაზის ინტოქსიკაციით 2 ადამიანი გარდაიცვალა...

    ქარელში, სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციით 2 ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ისინი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. საცხოვრებელ სახლში კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშ...

  • 09:01

    “ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარები...

    ტელეკომპანია კავკასიას დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში წერს: “გამოვდივარ მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ.) მა...

  • 17:21

    თუ არ მოვახდენდით რეაგირებას, რაღაც პერიოდის შემდე...

    ეპიდემიოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, შეზღუდვების გარდა სახელმწიფოს ეპიდემიის მართვის სხვა გზა არ აქვს. "ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც ეკონომიკურ აქტივობას შეეხება, ადამიანების ჯიბეზე აისახება. ...

  • 14:21

    რა პერიოდში იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად,...

    უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება შეზღუდვების გამკაცრების შესახებ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშ...