1 0 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

როდიდან დაიწყება აფთიაქებში საქართველოში წარმოებული პირბადეების გაყიდვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოში წარმოებული პირბადეები სააფთიაქო ქსელებში, სავარაუდოდ, შემდეგი კვირიდან გამოჩნდება.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე საქართველოში წარმოებული პირბადეების გადანაწილება პრიორიტეტების მიხედვით მოხდა, ახლა კი იმ ეტაპზე „ვართ, როდესაც შესაძლოა, რომ პირბადეები, გარკვეული პირობებით და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, სააფთიაქო ქსელებშიც გავიდეს.

„ახლა უკვე იმ ეტაპზე გავდივართ, როდესაც ვფიქრობ, რომ შემდეგი კვირიდან, სავარაუდოდ, შევძლებთ პირბადეების პირველი პარტია სააფთიაქო ქსელებში გავიტანოთ და მოსახლეობაზე მიწოდება გავაკეთოთ. ეს უნდა იყოს ბევრისთვის ხელმისაწვდომი და უფრო მეტი დეტალი მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აცხადებს მინისტრი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები