1 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ორსული ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა აზერბაიჯანის საზღვარი 15 მარტს გადმოკვეთა

თბილისში, საუნივერსიტეტო კლინიკაში დღეს მარნეულიდან ორსული ქალი შეიყვანეს, რომელსაც ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, პაციენტის მდგომარეობა მძიმე არ არის, თუმცა მას დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს, მათ შორის ფილტვებზე.

ტურძელაძის განცხადებით, პაციენტის შესახებ ცნობილია, რომ მან აზერბაიჯანის საზღვარი 15 მარტს გადმოკვეთა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები