1 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ეკატერინე ტიკარაძემ მარნეულში სწრაფი ტესტები ჩაიტანა

  ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტესტები მარნეულში ჩაიტანა. მინისტრის განცხადებით, ნაჩუქარი ტესტების პირველი პარტია მხოლოდ მარნეულისთვისაა განკუთვნილი

 

„როგორც იგეგმებოდა, ჩამოვიდა პირველი პარტია სწრაფი ტესტების. სწრაფი ტესტები გახლავთ ასევე იმ ტესტების მსგავსი, როგორც აქამდე კეთდებოდა საქართველოში, თუმცა მათი დრო ექვსი საათის ნაცვლად შემცირებულია საათნახევრამდე, რაც პირველი ეტაპისთვის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო შემოკლებულ ვადებში მივიღოთ გადაწყვეტილება პაციენტების ნაკადების მართვისთვის. ყველა ტესტი ჩამოტანილი არის აქ, ადგილზე და ჩვენი სპეციალისტები გააგრძელებენ მუშაობას. ველოდებით კიდევ დამატებით რაოდენობებს.

 

ჩვენი ჯგუფები მუშაობენ ინტენსიურად ადგილზე, უკვე დასქრინული არის 35 000 მოქალაქე.ეს არის დაახლოებით 8 000 -მდე ოჯახი, მათგან გამოვლინდა უკვე გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ახლა ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარეობს დაკვირვება. სამომავლოდაც გაგრძელდება ასეთი მიზნობრივი შერჩევა ჯგუფების და გამოვლენილ ჯგუფებს ჩაუტარდებათ კონკრეტულად ტესტირება.

 

25-მდე ადამიანს ამ ეტაპისთვის დაუდგინდა გარკვეული ჩივილები და ამ ჩივილების შესაბამისად მათ ჩაუტარდებათ ტესტირება. 1000 ტესტია ამ ეტაპზე ჩამოტანილი. ველოდებით დამატებით 3000 ტესტს კვირის ბოლოს, შემდეგ 5000 ტესტს, საერთო ჯამში ჩვენ უკვე ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს 200 000 ტესტზე, რომელიც ეტაპობრივად ჩამოვა საქართველოში. 1000 ტესტი განკუთვნილია მხოლოდ მარნეულის პაციენტებისთვის, ვინაიდან აქ არის მაღალი რისკი “ ,- განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:46

    საგარეჯოში ქალი ანთებულ თონეში ჩავარდა და ადგილზევ...

    უბედური შემთხვევა მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვერხვიანში. Imedinews-ის ინფორმაციით, 70 წლამდე ქალი პურის ცხობისას, ანთებულ თონეში ჩავარდა. ოჯახის წევრებმა და მეზობლებმა მისი დახმარება დროულა...

  • 17:35

    ილია მეორე: დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმ...

    დღეს წირვის დროს ისეთი მძიმე იყო, მძიმე კი არა რთული იყო ლოცვა, რომ მეგონა, ვერ შევძლებდი ბოლომდე მიმეყვანა, დიდება უფალს და მადლობა უფალს, მშვიდობით დამთავრდა წირვა და მივიღეთ წმინდა ზიარება, - ...

  • 15:45

    ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროს...

    საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები შესაბამის სამედიცინო ღონისძიებებს ატარებენ. აქტ...

  • 15:44

    დედათა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა...

    კიევში, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ქალთა მონასტერში კორონავირუსი 26 პირს დაუდგინდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობებით, საავადმყოფოში გადაყვანილია 8 მონაზონი,...

  • 15:10

    მოდელი თაკო ნაცვლოშვილი საავადმყოფოში მოათავსეს...

    პოპულარული მოდელი თაკო ნაცვლიშვილი ცოტახნის წინ საავადმყოფოში მოათავსეს. ულამაზესმა მოდელმა ფეხი მოიტეხა. მისი დადებული სურათებიდან თუ ვიმსჯელებთ თაკოს სავარაუდოდ ოპერაცია უკვე ჩაუტარდა, ფეხი თაბ...

  • 13:11

    ჩემი ნებისმიერი პოლიტიკური ნაბიჯი დამთავრებულია - ...

    მე პოლიტიკაში ვიყავი 1994 წლიდან 2004 წლის თებერვლამდე, როდესაც დავტოვე პოსტი. მეორედ ამის შემოთავაზება იყო 2012-ში. 69 წლის ვარ და ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე განვლილი გზაა. დამთავრებულია ჩემი ნებისმიე...

  • 11:57

    ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა...

    ხულოში, სოფელ წაბლანაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა რვასულიანი ოჯახი, რომელთაგან ოთხი არასრულწლოვანია, საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ადგილზე მობილიზებული იყო სახან...