1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ვერძებო, წინ მივლინება ან საინტერესო მოგზაურობა გელით, მაგრამ რომელიც არ უნდა იყოს, ძალიან დამაინტრიგებელი იქნება. მთელი დღე რაღაცის სურვილი გაწვალებთ, ოღონდ თავადაც ვერ გაგირკვევიათ, რა გსურთ. შესაძლოა, თქვენ გამო თქვენსავე ახლობლებს ერთმანეთში ჩხუბი და გაუგებრობა ჰქონდეთ, ამიტომ იფიქრეთ, სანამ რამეს იტყოდეთ ან მოიმოქმედებდეთ.

 

კურო
ამ დღეს ფორტუნა გწყალობთ, მაგრამ არ დაივიწყოთ ძველი, ბრძნული გამოთქმა: „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება რაღაც ძალიან გააფუჭოთ. თითქოს უბრალო დავალება, რომელსაც ხვალ მიიღებთ, თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავს.

 

ტყუპები
ტყუპებო, გააგრძელეთ სიკეთის კეთება და ოდესმე მსოფლიოს გადაარჩენთ. ამ დღეს თქვენი დევიზია C`est la vie. შესაძლოა, საოჯახო ან სამსახურებრივი ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზი გახდეთ, ამიტომ მოერიდეთ ყველაფერს, რაც ფუჭდება, ტყდება და ზიანდება.

 

კირჩხიბი
ხვალ რეალურად შეიგრძნობთ, რა არის ბედნიერება. ეცადეთ, სულიერ განვითარებაზე იზრუნოთ. შესაძლოა, ინტუიციამ გიღალატოთ.

 

ლომი
ამ დღეს არსებულ სისტემებს, სტერეოტიპებსა და შეხედულებებს დაუპირისპირდებით, მაგრამ გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. ხვალ ვიღაცასთან გულახდილ საუბარს აპირებთ, რომელიც ძალიან მძიმე იქნება. ლომებო, სხვისი ხელით ნარის გლეჯა არ ღირს.

ქალწული
მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ ოჯახური ტრადიცია მოიფიქროთ. მთელ დღეს საღამოს მოლოდინში გაატარებთ, თუმცა ყველა იმედგაცრუება გელით. ამ დღეს დამკვირვებლის ფუნქციას უნდა დასჯერდეთ. გირჩევთ, ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისა და რადიკალური ქმედებებისგან თავი შეიკავოთ.

 

სასწორი
ვარსკვლავები გირჩევენ, ხვალ გარისკოთ და ლატარიის ბილეთი შეიძინოთ. შესაძლოა, ამ დღეს ახლობელი ადამიანებისგან ფსიქოლოგიური დახმარება დაგჭირდეთ. შექმნილი პრობლემებისგან თავის დასაღწევად მარტივი გზების გამონახვა არ გამოგადგებათ.

 

მორიელი
ნუ გადახვალთ დასახული გზიდან, რადგან ამგვარად ვიღაცისთვის ადვილი იქნება თქვენი მართვა და მალე ყველა გაიგებს, რომ დამნაშავე არა ის, არამედ თქვენ ხართ. შემთხვევით გაგონილმა ინფორმაციამ შესაძლოა, სარგებელი მოგიტანოთ. მორიელებო, ნუ მოძებნით დამნაშავეებს იქ, სადაც ისინი არ არიან, ისწავლეთ საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღება.

 

მშვილდოსანი
თუკი სამსახურში კოლეგა თქვენს „დაჭერას“ შეეცდება, ნუ დააიგნორებთ მას და იგივე ტონით უპასუხეთ. ამგვარად ის დროებით შეგეშვებათ. გაიხედეთ გარშემო და დატკბით ბუნებით. ნუ დაელოდებით ბედისწერისგან საჩუქრებს.

 

თხის რქა
ხვალ თხის რქები ადვილად შეძლებენ ახალი ცოდნის ათვისებას, ამიტომ ისარგებლეთ მომენტით და შეისწავლეთ ის მეცნიერება, რომლის გაგონება ადრე გაშინებდათ. დაუღალავი და მიზანმიმართული წინსვლის დროს გაიხსენეთ, როდის გსურთ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. ხვალ სტუმრად წასვლა თქვენთვის რეკომენდებული არ არის – არასასურველი სტუმარი იქნებით.

 

მერწყული
ხვალ მერწყულებს ყველა გაუგებს – ოჯახის წევრებიც და მეგობრებიც. მერწყულებო, ნუ მოიწყენთ, იმ შემთხვევაშიც, თუკი რამე არ გაკმაყოფილებთ, უსიამოვნება მალე გაივლის. ხვალ საკუთარ თავზე თავად უნდა იზრუნოთ.

 

თევზები
მოლოდინი იმედებს არ გაგიცრუებთ. თევზებო, არ გაუშვათ ხელიდან აზროვნების შანსი, თუკი შესაძლებლობა მოგეცემათ. თქვენთვის მიზანშეწონილია ექსპრომტად აზროვნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები