,,ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ...
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
|
ვერძი
ბედი ახალ წარმატებებს გიმზადებთ. კარგი დროა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისა და შორსმიმავალი გეგმების მისაღებად. სავარაუდოდ, ბევრი მუშაობა მოგიწევთ, ამიტომ რეჟიმი ისე უნდა შეადგინოთ, რომ დასვენების დრო დაგრჩეთ. მოერიდეთ ორპირ ქარებს, რომ საკუთარი ენერგეტიკა არ გაანიავოთ.
კურო
მოსალოდნელია მიზნებისა და ბიზნესის ორიენტაციის შეცვლა, რაც მტკივნეულად ჩაივლის, თუმცა შედეგი შესანიშნავი იქნება. ამ ნიშნით დაბადებული საქმიანი ხალხი ბიზნესის რეორგანიზაციას შეუდგება. პროფესიული მიზნების მისაღწევად, ნუ მოერიდებით მაღალჩინოსნებთან და ზემდგომ ინსტანციებთან არსებული კავშირების გამოყენებას.
ტყუპები
კარგი დროა შემოქმედებითი გეგმების განსახორციელებლად. ამ დღეს, როცა ბევრი გააცნობიერებს ახლობელი ადამიანის მნიშვნელობას, ადამიანებზე ცუდად ფიქრი არ შეიძლება. შესაფერისი დროა სხვადასხვა დიეტის, ფიზიკური აქტივობებისა და სახელოვნებო ციკლის დასაწყებად.
კირჩხიბი
ამ პერიოდში თქვენი პროფესიული საქმეები აქტიურად ვითარდება. მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება და ეს პროცესი მარტამდე გაგრძელდება. ბევრი კურო საქმიანი პარტნიორებისგან ძლიერ ფინანსურ მხარდაჭერას მიიღებს. კარგი დროა ასევე, კრედიტის მისაღებად. მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში ხართ! ასე გააგრძელეთ.
ლომი
ეს დღე ახალი საქმეების დასაწყებად შეუფერებელია. გარეშე პირთა ჩარევა, დაუგეგმავი მოგზაურობა და ახალი დავალება ძირითად საქმეს მოგწყვეტთ. უმჯობესია, ურთიერთობა ძველ პარტნიორებთან გააგრძელოთ, რადგან ახლები ბევრ ძვირფას დროს დაგაკარგვინებენ.
ქალწული
კოლეგა მეუღლეები შეიძლება საქმეში მშვენიერი პარტნიორები აღმოჩნდნენ. ისინი ერთმანეთს „შეავსებენ“ და მშვენიერი გუნდი ჩამოყალიბდება. ოჯახური ბიუჯეტის შედგენისას, შენიშნავთ, რომ ადრინდელთან შედარებით, ფინანსურ საკითხებში ბევრად უკეთ ერკვევით.
სასწორი
ამ დღეს ყოველდღიურ რუტინას სასარგებლო ქმედებებს შეუთავსებთ. კარგი იქნება, თუკი საკუთარ გამოცდილებას სხვებს გაუზიარებთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. სახიფათო სიტუაციებს თავიდან აიცილებთ, თუკი რეალობისადმი დამოკიდებულებას შეცვლით.
მორიელი
ეს დღე პროფესიულ საქმიანობაში გადაწყვეტილებების მისაღებად წარუმატებელია. ვარსკვლავები არ გირჩევენ დოკუმენტებთან მუშაობას. თუკი საუბარია მცირე თანხასა და რისკზე, მაშინ უდავოდ წააგებთ. მსხვილ ბიზნესმენსაც და მცირე მეწარმესაც ამ დღეს დიდი დაკვირვება და ყურადღება სჭირდება სამომავლო თანამშრომლობისთვის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს.
მშვილდოსანი
ამ დღეს განვითარებული მოვლენები და ცვლილებები თქვენს ცხოვრებას გაართულებს. თუმცა, დღის მეორე ნახევარში მდგომარეობის შეცვლა შეგიძლიათ. ვარსკვლავები გირჩევენ უფრო მეტი იფიქროთ საკუთარ შემოსავალზე, ვიდრე საკუთარ მოსაზრებებსა და შეხედულებებზე. შეეცადეთ, დასახულ მიზანს მიაღწიოთ.
თხის რქა
ეს დღე მოთმინებასთან, ობიექტურობასთან და სიმტკიცესთან ასოცირდება. შესაძლოა, ფანტაზიის, იუმორის გრძნობისა და წარმოსახვის უნარის დეფიციტი განიცადოთ. საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები სასურველია, დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ.
მერწყული
ამ დღეს აქტიურად გაგიტაცებთ ახალი საქმიანობა და მანამ ვერ შეეშვებით, სანამ ყველა სირთულეს არ გადალახავთ. ამისთვის დიდი მოთმინება და ყურადღება დაგჭირდებათ. გადაანაწილეთ დატვირთვა თანაბრად, რათა ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოთ. გადაღლის რისკი დიდია, რამაც შესაძლოა, ახალი საქმისადმი ინტერესი დაგაკარგვინოთ.
თევზები
სატურნისა და ნეპტუნის დაპირისპირებამ შესაძლოა, თქვენს სამსახურში გაურკვევლობა გამოიწვიოს. დიდი ალბათობით, საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში ეჭვი შეგეპარებათ. ეს წარუმატებელი პერიოდია ერთობლივი მუშაობისთვის უცხოურ ფირმებთან. სამსახურში უპირატესობა მიანიჭეთ ძველ და კარგად ცნობილ მეთოდებს.
პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე მძიმე სენს ებრძვის. ის ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რაზეც ტელეკომპანია “ფორმულაზე” თავად ისაუბრა. "ქალ დეპუტატებთან ერთად ამ მძიმე ბრძო...
სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება: უწყების თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზ...
დღეს, 3 საათზე, იაშვილის კლინიკაში, პეტრეს წამლის პირველ დოზას გაუკეთებენ. ❤️ დავწერ, როგორ ჩაივლის. დღეიდან ყოველდღე 16-17 წლამდე, ანუ მანამ, სანამ ზრდის ზონები დაეხურება, ინექციის სახით...
ამერიკაში, ფილადელფიაში 40 წლამდე ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. დათო ბუზალაძეს 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და გარდაცვლილი საკუთარ ავტომობილში ნახეს. დავით ბუზალაძე მომღერალ ნუცა ბუზალაძის ძმაა. ...
უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შესახებ ქეითი ვიდეო მიმართვას ავრცელებს. "ეს იყო შოკი, მაგრამ მე კარგად ვარ და დღ...
საქართველო ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის საკონკურსო სიმღერას Firefighter შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას პ...
საქართველოს პრეზიდენტმა ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხუთი უფლებადამცველი ქალი ღირსების მედლით დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ: ორგანიზაცია "საფარის” თანადამფუძნებელი ბაბუცა (ბაია) ...
კომენტარები