1 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში ინფექციურ საავადმყოფოებს უნდა მიმართონ

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კორონავირუსის გავრცელების საკითხზე დღეს შეხვედრა გაიმართა.

გამყრელიძე თქმით, საქართველოს საზღვრებზე დამონტაჟდება ბანერები ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე,  ყველა მოგზაური მიიღებს ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართოს აღნიშნული დაავადების სიმპტომების არსებობის შემთხვევაში.

„შეხვედრაზე წარდგენილი იყო გეგმის ორი ვერსია, ერთი გადაუდებელი ღონისძიებები, რაც უკვე დღეიდან და ხვალიდან უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, ასევე ხანგრძლივვადიან გეგმის ძირითად პრინციპებზე შევჯერდით.

გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ძირითადად იქნება საინფორმაციო ღონისძიებები, ანუ საქართველოს საზღვრებზე დაიდგმევა ბანერები სამ ენაზე – ქართულ, ინგლისურ და ჩინურ ენებზე.  ყველა მოგზაურს, რომელიც ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოვა, მიეცემა ინფორმაცია, თუ აქვთ სიმპტომები, ვის უნდა მიმართონ, სად დარეკონ და სხვა“ ,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 გამყრელიძის განმარტებით, სასწრაფოს ექიმების სწრაფი გადამზადება განხორციელდება.

„გამოიყო ძირითადად რამდენიმე საავადმყოფო, სადაც ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას ადამიანები უნდა მოთავსდნენ. ეს არის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ქუთაისი ს, ბათუმისა და ზუგდიდის ინფექციურები. ხდება კონსოლიდაცია მარაგების, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფების მართვისთვის და რა თქმა უნდა ვმუშაობთ უფრო ხანგრძლივვადიან გეგმაზე, თუ ამ ეპიდაფეთქების ექსპორტი მოხდა მრავალ ქვეყანაში, როგორ მოვიქცეთ“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, საქართველოში ინფექციის შემოტანის ალბათობა მინიმალურია, თუმცა არსებობს. ასევე, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს ადამიანებს, რომლებიც  ბოლო პერიოდში ჩინეთში იმყოფებოდნენ, ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში ინფექციურ საავადმყოფოებს მიმართონ.

„საქართველოში პირდაპირი რეისი უხანთან არ გვაქვს, ამიტომ ინფექციის შემოტანის ალბათობა მინიმალურია, მაგრამ, რა თქმა უნდა, არსებობს და ამიტომ მზადყოფნა აუცილებელია.
ამ ინფექციის სიმპტომები არის ის, რაც ახასიათებს ნებისმიერ რესპირატორულ დაავადებას, ანუ მაღალი ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის უკმარისობა. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, ვინც ჩინეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით უხანში იყო. თუ ასეთ ადამიანს ეწყება მსგავსი სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოებს. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ლუგარის ცენტრში ჩვენს ლაბორატორიულ შესაძლებლობებს, რათა მოხდეს კორონავირუსის იდენტიფიცირება“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები