0 0 : 0 4
 | 

საზოგადოება

„ყველანაირ შესაძლებლობას მიზღუდავენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ დამაქციონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ“

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა სამართლიანობის აღდგენას უშედეგოთ ითხოვს, პარლამენტს წინ, ჯებირების აღმართვას ეხმაურება  და აცხადებს რომ მსგავსი ქმედებებით მას ხელს ვერ შეუშლიან და განაგრძობს ბრძოლას.

„ყველანაირ შესაძლებლობას მიზღუდავენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ დამაქციონ, მაგრამ ეს არ გამოუვათ იმიტომ,რომ ამ ქვეყანაში პატიოსანი, შეგნებული , და ზრდილობიანი ხალხი ცხოვრობს“ _ განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ , რომ დღეს, მთავრობის სხდომაზე, ქალაქის მერმა, კახი კალაძემ  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების შესახებ განაცხადა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები