1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვინ არის სპარის კონსულტანტი ბიჭი, რომელსაც თავში ქვაფენილის ფილა ჩაარტყეს და დღეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა

აფხაზეთის, სოფელ საბერიოდან დევნილი 18 წლის მათე ჯომიდავა, გასული წლის 30 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე მდებარე „სპარში“ მუშაობდა.

კოსტავას ქუჩაზე ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაზარალებული ონსულტანტი დღეს გარდაიცვალა. მათე ჯომიდავა 30 დეკემბრიდან ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. შემთხვევა სწორედ 30 დეკემბერს ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. მომხმარებელი კონსულტანტს თავს დაესხა.

შსს-ის ცნობით, თავდამსხმელმა კონსულტანტს თავში ფილა ან მსგავსი საგანი ჩაარტყა. თავდამსხმელი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. ახალგაზრდას გარდაცვალების შემდეგ მუხლი გადაკვალიფიცირდება.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათე ჯომიდავა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად, მუშაობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები