1 4 : 4 8
 | 

საზოგადოება

22 იავნრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ბედი ხელოვან, პედაგოგ და მოსწავლე ვერძებს გაუღიმებს. კარგი პერიოდია საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებისთვისაც. მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. შესაძლოა, საინტერესო წინადადება შემოგთავაზონ, რომელიც მოღვაწეობის სფეროს შეცვლას მოითხოვს. მარტო ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას და რჩევა მეგობრებს ჰკითხეთ.

კურო

სიყვარული და ჰარმონია, რომელიც თქვენს სახლში სუფევს, ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახება. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა ერთადერთი და ყველაზე სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. ნუ ეცდებით ყველა პრობლემის ერთდროულად მოგვარებას.

ტყუპები

შესაძლოა, შემოქმედებითმა აღმაფრენამ ან მოჭარბებულმა ენერგიამ მოღვაწეობის სფეროს შეცვლა გაიძულოთ. ნუ აჩქარდებით, შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. გირჩევთ, საკუთარი იდეები ლოგიკურად შეაფასოთ და რჩევა მეგობრებს ჰკითხოთ. არახელსაყრელი დღეა ინტიმური ურთიერთობისთვის. ეცადეთ, დაუფიქრებელი მოქმედებების შედეგები წინასწარ გათვალოთ.

კირჩხიბი

კონფლიქტური სიტუაციების რისკი ძალიან მაღალია. თუ უფროსი რაღაცაში არ გეთანხმებათ, კარს ნუ გაიჯახუნებთ, რადგან ეს თქვენს სამომავლო ურთიერთობებზე ცუდად აისახება. სახლშიც სკანდალია მოსალოდნელი. შესაძლოა, ბრალი იმაში დაგდონ, რაც არ ჩაგიდენიათ. ამ დღეს ურთიერთგაგების სრული დეფიციტია, ამიტომ ეცადეთ, განმარტოვდეთ. ყველაფერი მალე თავისით მოგვარდება.

ლომი

მშვენიერი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. პიროვნული მომხიბვლელობა დაგეხმარებათ ახალი მეგობრებისა და მოკავშირეების პოვნაში. ნუ ენდობით ინტუიციას და გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა მეგობრებს ჰკითხეთ.

ქალწული

პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები გელით. შემოქმედებითი პროფესიის ქალწულებისთვის შესანიშნავი დროა. ემოციებს ნუ აჰყვებით და საკუთარი იდეები ლოგიკით გადაამოწმეთ.

სასწორი

აქტიური, შემოქმედებითი დღეა. შესაძლოა, მოღვაწეობის სფეროს შეცვლა სცადოთ. ეცადეთ, ხორციელ ცდუნებას გაუძლოთ – ეს თქვენს ცხოვრებას ძალიან გაართულებს და უამრავ პრობლემას გაგიჩენთ.

მორიელი

ახალი დღე ახალ იმედებს და საკუთარი თავის რწმენას მოგიტანთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს მიღებული გადაწყვეტილება თქვენს მომავალ ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

მშვილდოსანი

პოზიტიური დღეა, განსაკუთრებით, ქალებისთვის. ნებისმიერ საქმეს თავს ადვილად გაართმევთ, თუმცა ეცადეთ, ხისტი და პირდაპირი არ იყოთ. გახსოვდეთ, რომ მამაკაცებს სიმართლეს პირფერობა ურჩევნიათ. მამაკაცებმა შეიძლება სასიხარულო ინფორმაცია ან სასიამოვნო საჩუქარი მიიღოთ.

თხის რქა

პროფესიულ საქმიანობაში მოსალოდნელია წარუმატებლობა, დეპრესია და პესიმიზმი. გამორიცხული არ არის, რომ იმედგაცრუებულმა სამსახურის ან, სულაც, მოღვაწეობის სფეროს შეცვლა გადაწყვიტოთ. გირჩევთ დაუფიქრებლად არაფერი მოიმოქმედოთ და რჩევა მეგობრებს ჰკითხოთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა სახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. ეცადეთ, სიტუაცია ობიექტურად შეაფასოთ და პოზიციები გაიმტკიცოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს თქვენი მონდომება სათანადოდ დაფასდება, ხოლო შეცდომა ძვირად დაგიჯდებათ.

თევზები

მთლიანობაში პოზიციური დღეა, თუმცა საღამოს შესაძლოა, იმედგაცრუება იგრძნოთ. ბევრი თევზი ამ დღეს ცხოვრების მთავარი მიზნისა და ჭეშმარიტების ძიებაში გაატარებს. ერიდეთ ეგოისტ და ჯიუტ ადამიანებს, თორემ შესაძლოა, მათი გავლენის ქვეშ მოექცეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:24

    „ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლი აუცილებელია“-ირაკ...

    „დღეს ქართულ პოლიტიკაში ახალი სისხლის მოსვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია” - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი ირაკლი კაკაბაძე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას ეხმაურება და ს...

  • 14:13

    ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონა...

    ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს სოლონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.  "რამდენიმე დღის წინ კონტაქტი მქონდა ახლობელთან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. როცა ეს ინფორმაცია გამაგებინა,...

  • 13:46

    ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან ხვიჩა მღებრიშვილი გა...

    86 დღიანი პატიმრობის შემდეგ, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები, ხვიჩა მღებრიშვილი გათავისუფლეს. ის ქართულ მხარეს უკვე გადასცეს. ე.წ. საზღვარი მღებრიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გადმოკვეთა და ამ დროისთვის საქ...

  • 13:02

    “მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ" - მ...

     მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ დავით ფურცხვანიძის დაკავების შემდეგ, ისიც დააკავონ. “მალე მეც ვიქნები ბრალდებული და მეც დამიჭერენ. განცხადება გავაკეთე, რომ ეს არის პირდაპირი მიმართულე...

  • 12:53

    დავით ფურცხვანიძე დაკავებულია...

    მიშა რამიშვილის ე.წ. წყარო დავით ფურცხვანიძე დაკავებულია. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევი...

  • 11:45

    ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა...

    იტალიის საფეხბურთო კლუბ "მილანის" ფეხბურთელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ Twitter-ზე 24 სექტემბერს გაავრცელა.  "გუშინ კორონავირუსის ტესტზე ნე...

  • 11:36

    საქართველოში კორონავირუსისგან 27-ე პაციენტი გარდაი...

    საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილი 54 წლის მამაკაცია. შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვ...