1 5 : 4 8
 | 

საზოგადოება

2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ

„საქსტატის“ მონაცემებით, 2018/2019 სასწავლო წლის განმავლობაში, სწავლა შეწყვიტა 12 049 მოსწავლემ, რაც 2.0%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. იმ მოსწავლეთა შორის, რომელთაც შეწყვიტეს სწავლა, 40.7% გოგოა, ხოლო 59.3% - ბიჭი.

"2019 წელს სკოლა დაასრულა 86 482 მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 5.1%-ით აღემატება. როგორც საბაზო, ასევე საშუალო განათლების კურსდამთავრებულთა შორის ბიჭები ჭარბობენ, რომელთა წილი, შესაბამისად, 52.4% და 51.3%-ს შეადგნს”,-აღნიშნულია „საქსტატის“ ანგარიშში.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2019/2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 63 780 პედაგოგი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.3%- ით ნაკლებია. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, პედაგოგების რიცხოვნობაში ქალების წილი 86.8%, ხოლო კაცების წილი 13.2% -ია",- ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები