0 7 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

ოკუპირებული ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. საოკუპაციო რეჟიმი ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევას ედავება. ე.წ. სასამართლომ გადაწყვეტილება 15 ნოემბერს მიიღო. 

„ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებებმა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქემ რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზი განზრახ გადალახა“, - ნათქვამია ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სავარაუდოდ, ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები