1 9 : 1 0
 | 

საზოგადოება

გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა

თბილისში, გუშინ ე.წ გლდანის ციხეში პატიმარი გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტს სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს.

 „მსჯავრდებული დ. კ. (დაბ. 1980 წ.) 17.08.2015 წლიდან იხდიდა სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტით (ძარცვა). მსჯავრდებული იმყოფებოდა პირველადი ჯანდაცვის გუნდის სისტემატური მეთვალყურეობის ქვეშ. სამედიცინო გამოკვლევების და კონსულტაციების საფუძველზე, დადგენილი ჰქონდა დიაგნოზი: ბოდვითი აშლილობა; ემოციურად არასტაბილური პერსონოლოგიური აშლილობა; ინსომნია; არტერიული ჰიპერტენზია; ცეფალგია; ქრონიკული ვირუსული C ჰეპატიტი (ნამკურნალები – 2018წ); ჩატარებული ჰქონდა დადგენილი დიაგნოზების შესაბამისი მკურნალობა. ამ ეტაპზე, ფსიქიატრის რეკომენდაციით დანიშნული ჰქონდა და იღებდა პრეპარატს „კეტილეპტი“ 50 მგ. დღე-ღამეში.

მსჯავრდებულმა ბოდვითი აშლილობის გამო, რამდენჯერმე გაიარა სტაციონარული მკურნალობის კურსი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში. ბოლოს 27.08.2019–29.08.2019წწ მოთავსებული იყო N18 პენიტენციურ (ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო) დაწესებულებაში, ხოლო 30.08.2019 წ. გადაყვანილ იქნა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდა ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.
21.10.2019 წ. დაახლოებით 18:25 სთ-ზე დ.კ. შეუძლოდ გახდა, რის გამოც საკანში გამოძახებული იქნა ოჯახის ექიმი. 18:26 სთ-ზე საკანში მისულ სამედიცინო პერსონალს მსჯავრდებული დახვდა უგონო მდგომარეობაში, არ აღინიშნებოდა სუნთქვა და არ ისინჯებოდა პულსი არც პერიფერიულ და არც ცენტრალურ სისხლძარღვებზე. მედპერსონალმა დაუყოვნებლივ დაიწყო გულ-ფილტვის რეანიმაცია, რომლის მსვლელობის დროს რამდენჯერმე გაკეთდა ადრენალინის ინტრავენური ინექცია.

 პარალელურად, 18:30-სთ-ზე გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე მოვიდა 18:53 სთ-ზე. სასწრაფო დახმარების მოსვლის შემდეგაც, დაწესებულების სამედიცინო პერსონალი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში კვლავ განაგრძობდა გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარებას, თუმცა მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა და 19:05 სთ-ზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.
მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, რომელმაც 21 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება მომხდარ ფაქტზე”, - აცხადებენ უწყებაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:33

    ,,თქვენთვისაც დაიტოვეთ მამაო" -ბერმა ნიკოლოზმა მრე...

    სოციალურ ქსელში 29 ნოემბრით დათარიღებული ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ ზემოფონიჭალაში მცხოვრები ნიკოლოზი მრევლს 100-ლარიანებს ურიგებს."გვიყვარხარ მამაო.. თქვენთვისაც დაიტოვეთ მამაო"- ამბობს მრევლი....

  • 00:02

    "დაარბიეს, გაასამართლეს, დაიჭირეს..."...

    მთავარი ნიუსის წამყვანი დიანა ჯოჯუა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს"დაარბიეს, გაასამართლეს, დაიჭირეს, მაგრამ ვერ გააჩერეს, გიგა მაქარაშვილი მიყვარხარ და მეამაყები"...

  • 23:59

    „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი მგზ...

    გამოსავალი არის, რომ მგზავრობაზე ტარიფი გაიზარდოს 20-30 თეთრით, – ამის შესახებ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ასანიძემ განაცხადა.როგორც მან განმარტა, რეალობ...

  • 17:21

    ვარკეთილის მეტროში ხანძარია ...

    ვარკეთილის მეტროში ხანძარია. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს, მათი თქმით,  მოკლე ჩართვამ დაკვამლიანება გამოიწვია. იგივეს ამბობენ სატრანსპორტო კომპან...

  • 15:27

    "ნიკას ბოლო სატელეფონო შეტყობინება ასე ჟღერდა “შევ...

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: "დღეს ნიკა რურუას წლისთავია. იმ ხალხს მინდა შევახსენო ვისაც ნაციონალობა “უტყდება” რომ ამ მასშტაბის და გავლენის ინტ...

  • 12:01

    თბილისის 116-ე სკოლაში, მეცხრე კლასელმა მერვე კლას...

    დაპირისპირება თბილისის 116-ე სკოლაში – შესვენებაზე მომხდარი შელაპარაკების შედეგად მეცხრე კლასელმა მერვე კლასის მოსწავლეს ფეხის არეში საწერი კალმით ჭრილობა მიაყენა.ვრცელდებოდა ინფორმაცია, დანის გამოყენ...

  • 10:48

    მეორე დღეა ჯანდარის ტბაზე ორ მამაკაცს ეძებენ...

    ჯანდარის ტბაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ქართული, ისე აზერბაიჯანული მხარე. მაშველები და მყვინთავები ტბაში ნავით არიან შესულე...