2 2 : 4 0
 | 

საზოგადოება

“ფეხქვეშ მიწა უნდა ეცლებოდეს ყველა ქოცს, ვინც საქართველო თავისი ვიწრო აზროვნებით და სიბრმავით ამ დღეში ჩააგდო!” – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"უსამართლო ქვეყანა გვაქვს, სამარცხვინოც კი…

18 წლის უდანაშაულო დათა ოთხმეზურის მკვლელს 12 წლიანი მიმალვის მერე სასამართლომ 6 წელი 9 თვე პატიმრობა მიუსაჯა და სამ წელში პრეზიდენტად წოდებულმა შეიწყალა. ადამიანის სიცოცხლე ჩალის ფასად შეფასდა ჯერ ქართული სასამართლოს მიერ, მერე ე.წ. პრეზიდენტისგან. პრობლემა არც უპასუხისმგებლო თავხედ პრეზიდენტშია, არც უვარგის ხელისუფლებაში. პრობლემა მთლიანად ქართველ ერს აქვს, რომელმაც ეს ნახირი თავზე დაისვა და სხვათაშორის მოკლულის მამასაც, თვალსაჩინო ისტორიკოსს, ბატონ გიორგი ოთხმეზურსაც (აწ გარდაცვლილი ჩემი დიდი მასწავლებლის, საქვეყნოდ ცნობილი დიდი ისტორიკოსის შვილს, ნათელი დაადგეს მის სულს) დიდი როლი აქვს ამ საქმეში და მუდმივად ქოცხელისუფლების აპოლოგეტი იყო, იმედია ახლა მაინც იგრძნობს პასუხისმგებლობას თავის შეცდომაზე.

და კიდევ: აგერ ერთი წელი გახდა, რაც ივანიშვილი ცრემლმომდგარი და სახეწაშლილი გვევედრებოდა, ოღონდ ზურაბიშვილი აირჩიეთ და ერთ წელში ქვეყანას დავალაგებო. აი “დალაგებული” ქვეყანა. ფეხქვეშ მიწა უნდა ეცლებოდეს ყველა ქოცს, ვინც საქართველო თავისი ვიწრო აზროვნებით და სიბრმავით ამ დღეში ჩააგდო!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:27

    თბილისის ცალკეულ უბნებში 14 დეკემბერს ავტოტრანსპორ...

    14 დეკემბერს თბილისში დაგეგმილი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომის აღსანიშნავად მიმდინარე კვირეულის საზეიმო შემაჯამებელი ღონისძიების გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობ...

  • 13:40

    ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვ...

    ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს 4 საათზეა დანიშნული.ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ 9 ნოემბერს გატაცებული ექიმი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთი...

  • 16:10

    ენძელა მაჭავარიანი - ფოტო პარლამენტიდან ...

    ეს  ფოტო პარლამენტში იმ დროს არის გადაღებული, როდესაც ენძელა მაჭავარიანი ცუდად გახდა. მისი თქმით, ნებისმიერი სუნის დროს ის შეუძლოდ ხდება, რადგან ალერგია აქვს. სუნი კი იმ  სითხემ გა...

  • 15:40

    რა ნივთიერება შეიტანეს პარლამენტში - ,,ეს არის სრუ...

    მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, საპროტესტო ხსნარი, რომელიც პარლამენტში სეიტანეს არის სრულიად უსაფრთხო. "საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული დ...

  • 15:37

    დანიშნულებისამებრ გამოუყენებია ადრესატს, სითხე გამ...

    დანიშნულებისამებრ გამოუყენებია ადრესატს, სითხე გამოიყენება ცხოველთა სამკურნალოდ - თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი, მარიკა დათუკიშვილი სოციალურ ქსელში, პარლამე...

  • 14:56

    ხანძარი და ძლიერი დაკვამლიანება ლუბლიანას ქუჩაზე...

    თბილისში, ლუბლიანას 11 ნომერში ხანძარია. ცეცხლი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩნდა.  ცეცხლი, სადენებს გაუჩნდა, რამაც  ძლიერი ხანძარი და  დაკვამლიანება გამოიწვია. ადგ...

  • 11:02

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა...

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ლაგოდეხთან დღეს, თბილისის დროით 10:30 საათზე დაფიქსირდა.დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმა...