1 1 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

,,გურიის მოამბის" რედაქტორი ამბობს, რომ შვილების მოკვლით ემუქრებიან

გაზეთ "გურიის მოამბის” რედაქტორი თეა იოსელიანი ამბობს, რომ შვილების მოკვლით ემუქრებიან. როგორც იოსელიანმა „ფორტუნას“ განუცხადა, მსგავსი შინაარსის შეტყობინება ფეისბუქის პირად შეტყობინებაში მიიღო და პოლიციაში განაცხადა.

„მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ მათ“- წერია 28 აგვისტოს მასთან გაგაზავნილ ფეისბუქშეტყობინებაში.

იოსელიანი ვინმესთან პირად მტრობას გამორიცხავს და ამბობს, რომ მუქარა მის ჟურნალისტურ საქმიანობას და ფეისბუქაქტივობებს უკავშირდება. მისივე თქმით, შსს-გან დროულ რეაგირებას ელის.

"მე მყავს პატარა ბავშვები. სკოლა იწყება და თუ მალევე არ მოხდება გამოძიება, წარმოიდგინეთ დედის მდგომარეობა, რომელმაც ასეთ ვითარებაში ბავშვები ყოველდღე სკოლაში უნდა გაუშვას“, – ამბობს თეა იოსელიანი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები