2 0 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიოს ჩემპიონია!

ჩამოტვირთვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კგ. წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა შესანიშნავად იასპარეზა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალურ შეხვედრაში ჩხვიმიანის მექტოე უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევი იყო, რომელმაც ბრძოლა აქტიურად დაიწყო. ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, ლუხუმს ორი გაფრთხილება ჰქონდა, თუმცა მეტოქე ილეთზე წამოაგო და ვაზარი მოიპოვა.
ქართველს შეცდომის დაშვების უფლება აღარ ჰქონდა, რადგან მესამე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში ორთაბრძოლას დათმობდა. 17 წამი რჩებოდა, როდესაც ლუხუმმა მეტოქე იპონზე დასცა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
სამწუხაროდ, ამავე წონაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები