1 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

Ryanair-ი ქუთაისიდან და თბილისიდან ავიარეისების შესრულებას იწყებს

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დღეს, 21 აგვისტოს, 14.00 საათზე, საქართველოს  მთავრობის ადმინისტრაციაში (მე-3 სართ. საკონფერენციო დარბაზი). ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.

პირდაპირი რეისების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები